10:13 AM “დორტმუნდი”: ახალი კონტრაქტები გიუნდოგანსა და ვაიდენფელერს | |
![]() დორტმუნდის "ბორუსიას” ხელმძღვანელობამ გუნდის გოლკიპერთან რომან ვაიდენფელერთან და ნახევარმცველთან ილკაი გიუნდოგანთან ახალი ხელშეკრულებების პირობები შეათანახმა. გერმანული პრესის ინფორმაციით, 22-წლის ნახევარმცველის კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შეთანხმება გიუნდოგანის სახელფასო პირობებსაც გააუმჯობესებს. რაც შეეხება 32-წლის კარის დარაჯს, მაშინ კიპერმა კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ასე რომ, ვაიდენფელერი "ბორუსიას” ღირსებას 2016-წლამდე დაიცავს. უნდა აღინშნოს, რომ ცოტა ხნის წინ დორტმუნდელებთან ახალი ხელშეკრულება გუნდის კაპიტანმა სებასტიან კელიმაც გააფორმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |