6:53 PM
დონადონიმ შესაძლოა "მილანში" ალეგრი შეცვალოს



"მილანის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის შესაძლო შემცვლელი დაასახელა, იტყობინება Football Italia.

ეს შემცვლელი რობერტო დონადონია, რომელიც ამჟამად "პარმას" წვრთნის. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა და სავსებით შესაძლებელია, ალეგრიმ დაკავებული პოსტი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ში გასული 19 ტურის შემდეგ "მილანი" სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს და ლიდერ "იუვენტუსს" მთელი 14 ქულით ჩამორჩება.
 
ნანახია: 255 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: