10:09 PM
დინი: ვენგერი მზადაა ტრანსფერებში დიდი ფული დახარჯოს



"არსენალის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ დინმა იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომ არსენ ვენგერი, როგორც იქნა, მზადაა მაღალ ფსონებზე ითამაშოს.

"ფაქტია, რომ მას გუნდის შემადგენლობის გაძლიერება სურს. ვიცი, რომ იგი ამას გააკეთებს”, – აცხადებს დევიდ დინი.

"იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება. არსენი უკვე 30 წელიწადია, რაც წვრთნის და იცის, რას აკეთებს”.

"მან იცის, თუ რა ფეხბურთელები სჭირდება. მთავარი პრობლემა გუნდისთვის შესაფერისი ტალანტების მოძებნაა”.

"არსენმა "არსენალში” ფენომენალური სამუშაო გასწია და ამის გაკეთებას წლიდან წლამდე აგრძელებს”, – დაასრულა დინმა.

ნანახია: 276 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: