2:34 PM
“დინამომ” “ზესტაფონი” დაამარცხა +Highlights



ეროვნული ჩემპიონატის XXV გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა თბილისის "დინამომ” შინ, "დინამო არენაზე”, "ზესტაფონის” საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართა. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 2:1 მოუგო. ანგარიში დაპირისპირების 27–ე წუთზე დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა გახსნეს – 1:0, მეტოქის ზესტაფონელთა კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. სტუმრებმა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა მეორე ტაიმის დებიუტშივე მოახერხეს. 47–ე წუთზე გოლი ირაკლი ქობალიამ გაიტანა – 1:1. დაპირისპირების საფინალო ანგარიში "დინამოელებმა” შეხვედრის ძირითადი დროისთვის დამატებულ მეოთხე წუთზე დააფიქსირეს, მეტოქის კარი გასული სეზონის ბომბარდირმა – ჩისკო მუნიოსმა აიღო – 2:1, "დინამომ” გათამაშება გამარჯვებით დაიწყო.

დინამო თბილისი 2:1 ზესტაფონი

გოლები: 1:0 მერებაშვილი 27’ 1:1 ქობალია 47’ 2:1 ჩისკო 90+4’

დინამო: ლორია, გველესიანი, ხმალაძე, კვარაცხელია, კვირკველია, მერებაშვილი, ჩისკო, დვალი (ხოჭოლავა 87′), გრიგალაშილი, ხურცილავა (გლიშიჩი 89′), ვუო (გოგა 62′)

ზესტაფონი: კვასხვაძე, გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, შარიქაძე, სამუშია (სარდალიშვილი 60′), ჭანტურიშვილი (კიკნაველიძე 85′), კანდელაკი, ქობალია, ადამია, რენე (გაგოშიძე 80′). ტერზიჩი

გაფრთხილება: გრიგალაშვილი, გველესიანი – გაგოშიძე, რენე

ნანახია: 317 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: