11:17 PM “დინამომ” პირველი სპარინგ-მატჩი გამართა | |
![]() ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი თბილისელები კიევის "დინამოს” გაეჯიბრნენ და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი მეშვიდე წუთზე, გუნდის 24 წლის ფორვარდმა, არტიომ კრავეცმა გაიტანა. სხვა მხრივ მატჩი არც ისე საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა თამაში ამხანაგური იყო და ვერც ერთ გუნდს გავამტყუნებთ. დინამოს შემადგენლობა: გიორგი ლორია, ირაკლი ძარია(დარკო გლიშიჩი), გივი კვარაცხელია(უსტარიცი), გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა(ლევან ხმალაძე), ჩისკო(ლაშა შინდაგორიძე), ჯაბა დვალი, გიორგი შაშიაშვილი, პეტერ გრაიციარი(ლექვთაძე), დავით ხურცილავა(გიორგი სეთურიძე), დავით კვირკველია(გიორგი გველესიანი). შემდეგ მატჩს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "შახტართან”, 23 ივნისს ითამაშებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |