"დინამო არენაზე" დასრულდა ფეხბურთში სქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტური, სადაც თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგს" მასპინძლობდა. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრამ მოლოდინი არ გაამართლა, "დინამომ" ადვილად, 3-0 შეძლო მეტოქის დამარცხება. შეხვედრის პირველი ნახევარი "დინამოს" სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. პირველივე წუთზე ჯიღაური-დვალი-მერებაშვილის კომბინაციის შედეგად, ეს უკანასკნელი დარჩა მეკარესთან პირისპირ, თუმცა საბოლოო დარტყმა სუსტი გამოუვიდა და ბათიაშვილი იოლად დაეუფლა.
"დინამო" ბურთის ფლობას განაგრძობდა, მერებაშვილის კუთხურიდან მოწოდებულს ხმალაძემ შეაგება თავი და ბურთი მცირედით აცდა კარს. ზუსტად ერთ წუთში დვალის ფლანგურ ჩამოწოდებას, ჩისკოს თავური მოჰყვა და რუსთაველთა კარი სასწაულებრივად გადარჩა. 25-ე წუთზე კი მომწიფებული გოლიც გავიდა, მოედნის სიღრმიდან, ჩისკომ დვალის მისამართით ფანტასტიკური გადცემა შეასრულა, ხოლო ორ მცველს შუა დარჩენილ ჯაბას არ გასჭირვებია ამ ჩემპიონატში მისი რიგით მეცხრე გოლის გატანა.
ერთ წუთში "დინამოს" ისევ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ერთი-ერთზე დარჩენილმა ჩისკომ და მერებაშვილმა ერთმანეთს შეუშალეს ხელი და სიტუაცია განიმუხტა. რუსთველებმა, პირველად ტაიმის 33-ე წუთზე დაარტყეს კარის მიმართულებით, მაისურაძის შორეული გასროლა მცირედით ასცდა ლორიას კარს. სიტუაციის გამწვავება შეეძლო სუხიაშვილსაც, თუმცა ამ უკანასკნელმა "დინამოს" მცველების შეცდომით ვერ ისარგებლა და ჯიღაურმა სიტუაცია გაანეიტრალა. საბოლოოდ ტაიმი დედაქალაქელებმა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.
მეორე ნახევარში რუსთაველები ცდილობდნენ ბურთის დაჭერას, თუმცა სახიფათო მომენეტები მხოლოდ ბათიაშვილის კართან იქმნებოდა. ჯერ 56-ე წუთზე დვალის ფლაგური გადაცემის შემდეგ, ჯიღაურმა და ალვარომ ვერ გაიყვეს ბურთი და ალვაროს დარტყმა ბათიაშვილის იოლი ნადავლი გახდა. 3 წუთში, დვალს შეეძლო თავად მე-10 გოლის გატანა, მან მცველები გააბითურა თუმცა ერთი ერთზე გასულმე ბათიაშვილს ვერ აჯობა.
მალევე მეორე გოლიც გავიდა, 66-ე წუთზე ჯიღაურმა და სეთურიძემ ფლანგზე გაითამაშეს ბურთი, ამ უკანასკნელის ჩაწოდების შედეგ მერებაშვილი ერთი შეხებით უტყამდა მისი დარტყმული კი ინწკირველმა ჩაჭრა საკუთარ კარში. შემდეგ ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100% შანსი, თუმცა ბათიაშვილმა გადარჩინა საკუთარი გუნდი, ისევე როგორც დვალის მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმის დროს.
81-ე წუთზე ისევ "მეტალურგთა" მეკარემ გაიბრწყინა, ალვაროს ლამაზი გადაცემის შემდეგ ჯაბა პირისპირ რჩება მეკარესთან და უშედეგოდ. 4 წუთში უკვე რობერტინიომ არ დაინდო მცველები, მისი გადაცემის შემდეგ კი, ალვაროს ახლო მანძილიდან დარტყმული ჯაფარიძეს კარის ხაზიდან გამოაქვს. მესამე გოლი მაინც გავიდა, მორიგი ჯარიმის შესრულებისას, კვეკევსკირის ჩაწოდებული კვარაცხელამ ეფექტური თავურით დააგვირგვინა 3-0!
საპასუხოდ რუსთაველებმა რამდენიმეჯერ სცადეს კარის მიმართულებით დარტყმა, თუმცა ყველა შემთხვევაში ბურთი ან ლორიას ნადავლი ხდებოდა ან უზუსტო გაგრძელებას ჰპოვებდა.
საბოლოოდ "დინამომ" მორიგი ადვილი გამარჯვება მოიპოვა და ისარგებლა რა "ტორპედოს" ზუგდიდში მარცხით, უახლოეს მდევრებთან 4ქულით დაწინაურდა. "დინამოს" 29 ქულა დაუგროვდა, უახლოეს მდევრებს, "დილას" და "ტორპედოს" კი - 25-25. მორიგი შეხვედრა დედაქალაქელებს ქუთაისში ელით, 4 ნოემბერს ქართული "ელ კლასიკო" უნდა გაიმართოს.
ქ. თბილისი, "დინამო არენა"
გოლები: 25, დვალი (1-0), 66, ინწკირველი (ს.კ) (2-0), 88, კვარაცხელია (3-0)
დინამო (თბ) : ლორია, სეთურიძე, კვარაცხელია, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ჯიღაური (87, გლიშიჩი), ხმალაძე, ალვარო, მერებაშვილი (80, რობერტინიო) , ჩისკო (72, კვეკვესკირი), დვალი
სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, კვეკვესკირი, გველესიანი, პარუნაშვილი, რობერტინიო, გლიშიჩი, ვოსკობოინიკოვი
მთ. მწვრთნელი: დუშან უჰრინი
მეტალურგი (რუსთავი) : ბათიაშვილი, სუხიაშვილი (74, ხაბელაშვილი), ინწკირველი, ქავთარაძე (55, მიქაბერიძე) , მაისურაძე, გავაშელიშვილი, სიხარულიძე (66, ტატანაშვილი), მახვილაძე, გეწაძე, რაზმაძე, ჯაფარიძე
სათადარიგოები: ჰოსმანი, კაკუშაძე, ტატანაშვილი, მიქაბერიძე, დობროვოლსკი, ხაბელაშვილი, ცნობილაძე
მთ. მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი / გ. ყიფიანი
გაფრთხილება: რეხვიაშვილი, მახვილაძე, მერებაშვილი, რაზმაძე, გეწაძე
მთავარი არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი