უმაღლესი ლიგის XXI ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, "დინამო არენაზე", მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებმა წლის უკანასკნელი საშინაო მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 3:1 სძლიეს. მასპინძელთა რიგებიდან თითო გატანილი გოლით ჩისკო, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი გამოირჩნენ.
მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი - დღევანდელი თამაშის წინ ბევრ დაბრკოლებას წავაწყდით. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული შეხვდა ამ მატჩს. თუმცა დაპირისპირების წინ პრობლემის გადაჭრა მოვახერხეთ. უამინდობის გამო, მერანთან შეხვედრამდე, ოთხი დღეა სრულფასოვანი ვარჯიში არ გვქონია. დღეს ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად კვეკვესკირმა და გველესიანმა ითამაშეს, თანაც დამაჯერებლად. წინ წლის ბოლო შეხვედრა გველის ზესტაფონთან. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.
არჩილ ჩხაბერიძე - პირველ რიგში მოწინააღმდეგეს ვულოცავ გამარჯვებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარ კარში გოლები უწყინარ სიტუაციაში მივიღეთ. რაც შეეხება მატჩს, იქიდან გამომდინარე რომ ერთპიროვნულ ლიდერს ვეთამაშებოდით, ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. დამასრულებელ ფაზაში უკეთესად რომ გვეთამაშა, მატჩი სხვა ანგარიშით დასრულდებოდა. რეალიზაციის მხრივ მეტი გვაქვს სამუშაო. დინამოელებს წარმატებას ვუსურვებ.
გიორგი გველესიანი - მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობით ვაჯობეთ, შეხვედრა დაძაბული გამოდგა. დინამოში 15 წლიდან ვთამაშობ და დინამოს მაისურით ნათამაშები თითოეული წუთი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, რომლებმაც დღევანდელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
"დინამო" 3:1 "მერანი"
გოლები: 1:0 ჩისკო 9’, 2:0 მერებაშვილი 45+1’, 3:0 დვალი 70’ ,3:1 ტორონჯაძე 76’.
"დინამო": ლორია, გველესიანი (გლიშიჩი 81’), რეხვიაშვილი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, კვეკვესკირი (კოტო 74’), მერებაშვილი, ალვარო (ხოჭოლავა 90’), ჩისკო, დვალი
"მერანი": შეროზია, იობაშვილი, მელიავა, დიდავა, ნოზაძე (ამბროლაძე 76’), ლომია (ტორონჯაძე 68’), კუჭუხიძე, ბუკია, ქარქუზაშვილი, გეგეჭკორი, ფონიავა.