12:38 PM
"დინამომ" გასვლაზე "მერანი" გაანადგურა

დღეს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე "დინამო თბილისი" ადგილობრივ "მერანს" დაუპირისპირდა. შეხვედრა დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით - 4:0 დასრულდა. მეტოქის კარში თითო გოლი ჯაბა დვალმა და ჩისკო მუნიოსმა გაიტანეს. მიკელ ალვარომ კი დუბლის შესრულება მოახერხა. ამ მოგებით "დინამოელებმა" სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს.

"მერანი" 0:4 "დინამო თბილისი"
გოლები: 0:1 ჩისკო 19’, 0:2 მიკელ ალვარო 33’, 0:3 დვალი 34’, 0:4 მიკელ ალვარო 37’

"დინამო": ზარქუა, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი (რობერტინიო 82’), კვარაცხელია, სეთურიძე (გლიშიჩი 76’), ძარია, ხმალაძე, მერებაშვილი, ალვარო, ჩისკო, დვალი (ვოსკობოინიკოვი 72’)

მატჩისშემდგომი კომენტარი

დუშან უჰრინი - "ჩვენთვის პირველი ტაიმი მნიშვნელოვანი იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ უხარისხო მოედნის საფარზე გვიწევდა თამაში და აქცენტი სწრაფ გოლზე გავაკეთეთ. საბედნიეროდ ჩანაფიქრმა გაამართლა და მნიშვნელოვან გოლებთან ერთად, მეტად ლამაზი ბურთების გატანა მოვახერხეთ. თანდათან ვარჯიშებზე მიცემულ დავალებებს დინამოელები მოედანზე პრაქტიკაშიც ხშირად იყენებ და იმედი მაქვს გუნდი პროგრესს განაგრძობს. ახლა წინ ზესტაფონთან მნიშვნელოვანი თამაში გველის და სათანადოდ მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს."

მიკელ ალვარო - "თამაში კარგად დავიწყეთ და სწრაფი გოლის გატანაც მოვახერხეთ. კონტრშეტევებზე ხშირად გადავდიოდით და პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველა შეტევა გოლით დავასრულეთ. რა თქმა უნდა გახარებული ვარ, რომ ორი გოლის გატანა მოვახერხე. გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმედი მაქვს ასე განვაგრძობთ."

წყარო: fcdinamo.ge

ნანახია: 298 | დაამატა: RoM@N | ტეგები: დინამომ გასვლაზე მერანი გაანადგურა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: