უმაღლესი ლიგის XVII ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, მცხეთაში, ადგილობრივ ვიტ ჯორჯიასთან გამართეს. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. დინამოელთაგან გოლი ჩისკომ, მატჩის მეხუთე წუთზე გაიტანა. მეტოქე გუნდიდან 21-ე წუთზე კი ლაშა გაბრიჭიძემ გაიტანა.
"ვიტ ჯორჯია" 1:1 "დინამო"
გოლები: 0:1 ჩისკო 5', 1:1 გაბრიჭიძე 21'.
"ვიტ ჯორჯია": დაუშვილი, ხურცილავა, გეთიაშვილი, კასრაძე, ვასაძე (გოგიაშვილი 87'), გურეშიძე, კორიფაძე (ღიბრაძე 63’), დავლაშელიძე, ჯავაშვილი, გაბრიჭიძე (ღიბრაძე 70’), ადამაძე.
"დინამო": ლორია, რეხვიაშვილი, კვარაცხელია, გლიშიჩი (ვოსკობოინიკოვი 83’), ტვილდიანი, ძარია, ალვარო, მერებაშვილი (რობერტინიო 69’), ხმალაძე, ჩისკო, დვალი.
მატჩის შემდეგ:
დუშან უჰრინი - კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ. თუმცა მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ თუ არ ვცდები ხელით თამაშს ჰგავდა, ჩანაწერში ზუსტად გამოჩნდება. მოწინააღმდეგე პრაქტიკულად მთელი გუნდით უშეცდომოდ იცავდა თავს. სასურველი შედეგის მიღწევაში ხელი უხარისხო მოედნის საფარმაც შეგვიშალა.
მერაბ კოჭლაშვილი - თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. პირველივე წუთებიდან აქცენტი კონტრშეტევებზე გავაკეთეთ. მეტოქე კლასის ხარჯზე მთელ რიგ ეპიზოდებში გვჯობდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.