გუშინ საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და სამი ქულა აიღო.
"დინამო თბილისი" 5:3 "დინამო ბათუმი"
გოლები: ხმალაძე 12, ჩისკო 20, 90, დვალი 23, 40 - ბაციკაძე 6, ბერიძე 50, 52
"დინამო" (თბ.): ლორია, ხიზანეიშვილი, ძარია, გლიშიჩი, ხმალაძე (კვეკვესკირი 72’), კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ალვარო, ჩისკო, დვალი (რობერტინიო 86’).
"დინამო" (ბათ.): მამინაშვილი, მაკარიანი, ბაციკაძე, მუჯირი, ცანავა (თევდორაძე 80’), კილაძე, ბაჯელიძე, თოთაძე, ვარშანიძე (სიჭინავა 72’), ბერიძე (ტიმჩიშინი 72’), ბაციკაძე.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დუშან უჰრინი - მეტოქის შეუფასებლობის გამო, სამწუხაროდ შეხვედრის დასაწყისში ვაგებდით. ძალიან ცუდად დავიწყეთ და დასანანი ბურთები მივიღეთ მატჩის მეორე ტაიმშიც. ყველაფრის მიუხედავად კარგია, რომ მატჩი მოვიგეთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დავრჩით.
გია გურული - მატჩი დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ნახევარი. მეტოქეს მორიგ დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ. რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს – ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ჩვენმა მოთამაშებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს – ცუდი თამაში არ ყოფილა.