
10:05 AM "დინამო" - პირველი წრის ლიდერი | |
![]() "დინამო არენაზე" დასრულდა ფეხბურთში სქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, XI ტურის ცენტრალური მატჩი, თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის. შეხვედრა დინამოელთა გაამრჯვებით 2-1 დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევარი არცთუ საინტერესოდ წარიმართა. ბურთს ძირითადად დინამოელები ფლობდნენ, მაგრამ საბოლოო დარტყმამდე საქმე ვერ მიჰყავდათ, იმერლები კი კონტრშეტევებზე ცდილობდნენ ხიფათის შექმნას.a პირველი მომენტი მე-2 წუთზე წინამძღვრიშვილის შეექმნა, მცველების შეცდომის შედეგად იგი მეკარსეთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ლორიამ იხსნა საკუთარი გუნდის კარი. 24-ე წუთზე მილხრაუმი ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა ბურთი დინამოელთა კიპერის იოლი ნადავლი აღმოჩნნდა. 5 წუთში ისევ "დინამოს" კართან იქმნება ხიფათი, წინამძღვრიშვილი ადვილად დაუსხლტა მცველებს, თუმცა ბოლო მომენტში ხიზანეიშვილი ვარდნაში გადაეფარა მის დარტყმულს. 33-ე წუთზე საეჭვო სიტუაცია იქმნება ზესტაფონელთა საჯარიმოში, ალვაროს ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ხელზე ხვდება ერთ-ერთ იმერელ მცველს, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმს. 2 წუთში ვოსკობოინიკოვი ალვაროს კომბინაცია, ამ უკანასკნელის სუსტი დარტყმით სრულდება, ბურთი კვასხვაძის იოლი ნადავლი ხდება. თბილისლები ისევ ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და ტაიმის ბოლოს ერთადერთი სახიფათო მომენტი გოლად ალვარომ აქცია - 44-ე წუთზე ძარიას დარტყმულს მცველები გადაეღობნენ, დამატებაზე ხმალაძის დარტყმა ძელს ხვდება, ბურთი ალვაროს მისდის და ეს უკანასკნელი უშეცდომოა. ეს ესპანელისთვის ამ სეზონში მეშვიდე გოლია. ტაიმი საბოლოოდ ასევე დასრულდა. მეორე ნახევარი ისევ დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა. 50-ე წუთზე ლორიას წამოწყებული შეტევა ალვარომ განაგრძო, რომელმაც ფლანგზე ჩისკო მონახა, ამ უკანასკნელსი გადაცემას ხმალაძე გამოეხმაურა, რომელმაც დასწრებაზე ვერ შეძლო ზუსტად კარის მიმართულებით ბურთის გადაგზავნა. თბილისელები განაგრძობედნენ იერიშებს, რასაც ზესტაფონელები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. განსაკუთრებით აქტიური "ზესტას" გერმანელი ლეგიონერი პატრიკ მილხრაუმი იყო. 61-ე წუთზე ჩემპიონის დაცვა ჩავარდა და ჩისკო ერთიერთზე რჩებოდა მეკარესთან, თუმცა კაჭკაჭიშვილმა ფეხებში უხეში ვარდნით შეძლო მისი შეჩერება. 22 წლის კიკაჩეიშვილს ყოყმანი არ დაუწყია და დარღვევა უკნასკნელი იმედის ჯარიმით გააფორმა - კაჭკაჭიშვილს წითელი ბარათით მოედანი დაატოვებინა. უპირატესობაში დარჩენილი დინამოელები გააქტიურდნენ და ზედიზედ რამოდენიმე საგოლე შანსი შეიქმნეს, ჯერ ალვარომ ტექნიკურად შეძლო მცველების ჩამოშორება და მისი ლამაზი დარტყმა კვასხვაძემ კიდევ უფრო ლამაზ ნახტომში მოიგერია. შემდეგ მერებაშვილმა განახორციელა სოლო რეიდი და დარტყმა სულ მცირედით ასცდა "ზესტას" კარს. შანსი ჰქონდა ვოკობოინიკოვსაც, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა დარტყმული კი სუსტი გამოუვიდა და კვასხვაძევ შეძლო კარის გადარჩენა. მიუხდავად კაცნაკლულობისა, ზესტფონელბმაც დაიწყეს ფიქრი იერიშებზე და რამოდენიმეჯერ მწვავე კონტრშეტევაც განახორციელეს. 76-ე წუთზე ერთ-ერთ ასეთ იერიშს საჯარიმოს მისადგომებთან მილხრაუმის წაქცევა მოჰყვა. საჯარიმო დარტყმა იმერელთა კოტდიუვარელმა ახალწვეულმა ბოტი დემელმა შეასრულა, ლორიამ დარტყმის ხელებში შემაგრება ვერ მოახერხა და დამატებაზე ბაბუნაშვილმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება - 1-1. თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა. "დინამო" უტევდა, მეტოქე კონტრშეტევების იმედად იყო. საბოლოოდ, 84-ე წუთზე ალვარომ გოლს, ლამაზი საგოლე პასიც მიაყოლა, ჩისკოს კი არ გასჭირვებია ერთიშეხებით შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება - 2-1. მუჯირი-ზამთარაძის დუეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდს გარკვეული პროგრესი აქვს, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს გუნდის ახალწვეულებმაც. ფაქტია, რომ "ზესტაფონის" ჩამოწერა ნაადრევი აღმოჩნდა. "დინამომ" კი საშინაო არენაზე უდანაკარგო სერია გაგანგრძო და რამდენიმე საათით დაკარგული ლიდერობა ისევ დაიბრუნა. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი. XI ტური ქ. თბილისი, დინამო არენა გოლები: 44, ალვარო (1-0), 76, ბაბუნაშვილი (1-1), 84, ჩისკო (2-1) დინამო (თბ) : ლორია, სეთურიძე, კვარაცხელია, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ძარია, ხმალაძე, ალვარო, მერებაშვილი (90, გლიშიჩი), ჩისკო (88, ჯიღაური), ვოსკობოინიკოვი (81, რობერტინიო) სათადარიგოები: ზარქუა, ტვილდიანი, კვეკვესკირი, პარუნაშვილი, ჯიღაური, რობერტინიო, გლიშიჩი მთ. მწვრთნელი: დუშან უჰრინი ზესტაფონი (ზესტაფონი) : კვასხვაძე, ღონღაძე, კობახიძე, კაჭკაჭიშვილი,თედ. გრიგალაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, იელიჩი (71, ბაბუნაშვილი), შარიქაძე (86, გორგიაშვილი), მილხრაუმი, აფციაური, წინამძღვრიშვილი (58, დემელი) სათადარიგოები: მამალაძე, ელიავა, გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი, ბენაშვილი, გაგოშიძე, დემელი მთ. მწვრთნელი: დ. მუჯირი/ზ. ზამთარაძე გაფრთხილება: აფციაური, ძარია გაძევება: 61, კაჭკაჭიშვილი მთავარი არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი ოთარ მუმლაძის ფოტო ვიდეო აღებულია "ზესტაფონის" ოფიციალური საიტიდან წყარო: მალხაზ გედევანიშვილი ,Geosports.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |