9:19 PM “დინამო” “კლუჟს” დაუზავდა | |
![]() ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ” მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ამჯერად თბილისელთა მეტოქე რუმინული "კლუჟი” იყო. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. "დინამოელთა” მხრიდან ყველაზე გამორჩეული მომენტი მატჩის მეორმოცე წუთზე შეიქმნა, როდესაც ჩისკოს ჩაწოდებული/დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა. ასევე დასამახსოვრებელი იყო მტკვრისპირელთა ახალწვეულის – ელგუჯა გრიგალაშვილის გამჭოლი პასი, რის შემდეგაც გიორგი მერებაშვილი მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა მეკარის მოტყუებაც მოახერხა და ბურთის კარში გადაგზავნაც, თუმცა რუმინელთა მცველმა თავისი კლუბი გოლისგან იხსნა, როდესაც მან ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. შემადგენლობები დინამო კლუჟი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |