მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე მედიას თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
სოსო ფრუიძე: "მინდა მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო და წარმატება ვუსურვო. უნდა ვაღიარო, რომ დღეს "დინამო" ჩვენზე ძლიერია და უკეთესი შემსრულებლები ჰყავს. ამას ისიც დაემატა, რომ დღეს ჩვენ იმდენი შეცდომა დავუშვით, რაც ჯამში 5-6 მატჩში არ დაგვიშვია. თუმცა ესეც ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე მეტყველებს. სავსებით დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს".
დუშან უჰრინი: "საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა. განსაკუთრებით პირველ ნახევარში, როცა უამრავი შეცდომა დავუშვით დაცვაში და ორივე გოლი ძალიან მარტივად გავუშვით. შესვენების შემდეგ საკმაოდ დაძაბული საუბარი მქონდა ჩემს ფეხბურთელებთან და მათ მატჩისადმი უფრო სერიოზული დამოკიდებულება მოვთხოვე. მართალია ანგარიში 5-2 დაფიქსირდა, თუმცა მივიჩნევ, რომ ჩვენ ეს ანგარიში არ დაგვიმსხურებია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. შანსი "ჩიხურასაც" ჰქონდა, ბოლოს მათ 3 100% მომენტი ვერ გამოიყენეს. მივიჩნევ, რომ გავიმართლა. დღეს, საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და ამიტომ მოპოვებული 3 ქულით ძალიან კმაყოფილი ვარ".
მატჩის შემდეგ, Geosports.ge ორივე გუნდის ფეხბურთელებს გაესაუბრა.
ედიკ საჯაია ("ჩიხურა"): "ძნელია ასეთი მატჩის შემდეგ საუბარი. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა დავმარცხდით. "დინამომ" უკეთ ითამაშა და დამსახურებულადაც მოიგო. სამწუხაროდ, შეცდომები მრავლად დავუშვით, უშეცდომოდ არც გოლები გავიდოდა. ჩვენ, რომ სწრაფი გოლით მოპოვებული უპირატესობა ასე უცებ არ გაგვეშვა ხელიდან შესაძლოა მოვლენები სხვა სცენარით განვითარებულიყო".
ჯაბა დვალი("დინამო"): "საკმაოდ ხშირ-ხშირად გვიწევს თამაში და ეს გარკვეულ დაღსაც ასვამს ჩვენ გმოსვლას. გამომდინარე კონკურენტების ასპარეზობიდან ჩვენ მუდმივად 3 ქულისთვის გვიწევს ბრძოლა. დღეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა და მიხარია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ".
ოთარ ხიზანეიშვილი ("დინამო"): "დასაწყისი არცთუ კარგი გამოვიდა, თამაშში ბოლომდე არ ვიყავით ჩართულები და დავისაჯეთ. ამდენი შეცდომებიც ალბათ მაინც სეზონის მიწურულის ბრალია, ორგანიზმი ცოტა გადაღლილი გვაქვს, კუნთებიც დაჭიმული. თუმცა სრულიად ვაცნობიერებთ, რომ ჩემპიონობისათვის აუცილებელია ყველა შეხვედრის მოგება და დარჩენილ შეხვედრებში სწორედ ამ მოტივაციით გავალთ მოედანზე. ღმერთს მადლობა, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ".
კარლეს კოტო ("დინამო"): "საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა. "ჩიხურა" ძლიერი მოწინააღმდეგეა და სასიხარულოა, რომ ჩვენ ისევ პირველები ვართ ცხრილში. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თამაშის საშუალება მომეცა და ჩემი პასით დვალმაც გაიტანა. თავს უკვე კარგად ვგრძნობ, წინა ტურშიც მზად ვიყავი, თუმცა ექიმმა გადაწყვიტა, რომ ხელოვნურ საფარზე სასურველი არ იქნებოდა ტრამვის შემდეგ თამაში. ახლა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გუნდს ბოლომდე დავეხმარო.
ჩისკო ("დინამო"): "უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. შეხვედრა ადვილი არ იყო, რადგან "ჩიხურა" ძლიერი მეტოქეა და მიხარა, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. 3 გოლის გამოც გახარებული ვარ, თუმცა ჯაბასთან ბომბარდირობისთვის დავას არ ვაპირებ (იცინის - რედ.), პირიქით, უფრო გამიხარდება თუ კიდევ მეტს გაიტანს, ჩემთვის მთავარი შეჯიბრი "დინამოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაა და მე როგორც ამ გუნდის ფეხბურთელი ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის".