11:34 AM
“დინამო” ჩემპიონია



უმაღლესი ლიგის XXX ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართეს. ქართულ კლასიკოდ წოდებულ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს, მეტოქეს ანგარიშით – 4:0 სძლიეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.

დედაქალაქელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. მეთექვსმეტე წუთზე რამდენიმე მეურვის მოტყუების შემდეგ ანგარიში ჯაბა დვალმა გახსნა – 1:0. დინამოელებმა უპირატესობა 40–ე წუთზე გაიმყარეს, მიკელ ალვაროს დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაეხვა. მატჩის 79–ე წუთზე ჯაბა დვალმა დუბლი შეასრულა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავისი 100–ე გოლი გაიტანა – დინამო 3:0 ტორპედო. მატჩის საფინალო შედეგი 86–ე წუთზე პეტერ გრაიციარმა დააფიქსირა – 4:0.

ამ მოგების შემდეგ დინამოელები მეტოქე გუნდებისთვის მიუწვდომელი და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ხუთი წლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დინამო მეთოთხმეტედ მოიპოვა.

"დინამო” 4:0 "ტორპედო”
გოლები: 1:0 ჯაბა დვალი 16’, 2:0 მიკელ ალვარო 40’, 3:0 დვალი 79’, 4:0 გრაიციარი 86’

"დინამო”: ლორია, გველესიანი (ხიზანეიშვილი 88’), ძარია, გლიშიჩი, ხმალაძე (პაპავა 82’), კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ალვარო (კოტო 85’), დვალი, გრაიციარი

"ტორპედო”: მიგინეიშვილი, ჭელიძე, რიგვავა, გურული, დათუნაიშვილი (ფანცულაია 46’), კუხიანიძე (ფირცხალავა 61’), დოლიძე, გრიგალაშილი, ტუღუში (მარკოზაშვილი 61’), ტაბატაძე, გიგაური

გაფრთხილება: გრიგალაშვილი

ნანახია: 314 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: