10:11 AM
დინამო 3:2 სიმურგი

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ამხანაგური შეხვედრა, აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერთან, ზაქათალის სიმურგთან გამართეს. 

დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 3:2 სძლია. აღსანიშნავია, რომ 65–ე წუთამდე დინამოელები მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ანგარიში მატჩის დაწყებიდან 20 წუთში ჩისკომ გახსნა – მან ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 47–ე წუთზე, მეტოქის კარის დალაშქვრა მიკელ ალვარომ მოახერხა. 54–ე წუთზე კი გიორგი სეთურიძემ სოლო–რეიდი განახორციელა და მეკარეს ბურთი ფეხებსშორის გაუტანა – 3:0. 65–ე წუთზე და 71–ე წუთზე კი აზერბაიჯანელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს. ჯერ იყო და ჯარიმიდან ბურგჰარტ მარცინმა გაიტანა, შემდეგ კი ნიჯატ გურბანოვმა სხვაობა შეამცირა. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.

დინამოელებმა დღევანდელი შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

ზარქუა (სეფიაშვილი 46’), გველესიანი, რეხვიაშვილი (გლიშიჩი 46’), ძარია, ჯიღაური (ლექვთაძე 60’), კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (გაბაშვილი 78’), ალვარო, ჩისკო (რობერტინიო 46’), ვოსკობოინიკოვი (დვალი 60’).

 

წყარო: fcdinamo.ge

ნანახია: 327 | დაამატა: RoM@N | ტეგები: დინამო 3:2 სიმურგი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: