2:57 PM
“დილას” ფეხბურთელების კომენტარები



"დილას” ფეხბურთელების კომენტარები

გორის "დილა” ზედიზედ მეორედ ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშებს. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელებმა სპლიტის "ჰაიდუკი” 1:0 დაამარცხეს. ასეთივე ანგარიშით მოიგეს სტუმრად გამართული შეხვედრაც. დღევანდელ მატჩში ერთადერთი გოლი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა. "დილამ” არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა და ძალიან კარგი თამაში აჩვენა. Geosports.ge მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ესაუბრა.

დავით ბოლქვაძე: "ძალიან გახარებულები ვართ, რომ მოვიგეთ. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. მადლობა ყველას გულშემატკივარს და მთელ გუნდს. ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას”.

ნუკრი რევიშვილი: "იმაზე მეტი დაძაბული მატჩი იყო, ვიდრე ხორვატიაში. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვქონდა, 8 აგვისტოს ტვირთი გვაწვა, გვინდოდა რომ ეს მძიმე დღე ქართველი ხალხისთვის სიხარულით შეგვეცვალა, რაც ურიგოდ ნამდვილად არ გამოგვივიდა. ვულოცავ ყველას”.

ირაკლი მოდებაძე: "ძალიან გახარებულები ვართ, რომ საქართველოსთვის ამ მძიმე დღეს პატარა სიხარული ვაჩუქეთ გულშემატკივარს. მოედანზე ყველაფერი გავიღეთ. ღმერთს მადლობა, მონდომება დაგვიფასდა. მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის”.

წყარო: geosports.ge, მანანა სურმანიძე

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: