11:37 AM
“დილას” ფეხბურთელები: ჩვენ მზად ვართ გულშემატკივარი გავახაროთ!



გორის "დილა” უეფას ევროპალიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრას ვენის "რაპიდის” წინააღმდეგ 29 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გამართავს. დღეს გორელებმა ვაკეში მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, რომლის დაწყებამდეც, ფეხბურთელებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს.

ირაკლი მოდებაძე: "რთულია, როდესაც შენ გუნდს ვერ ეხმარები და მოედნის გარედან გიწევს ამის ყურება. საბედნიეროდ, ახლა ფეხი ჯანმრთელად მაქვს და სათამაშოდ მზად ვარ, ხოლო ზუსტად რამდენს ხანს გავატარებ მოედნაზე, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ”.

ოთარ ხიზანეიშვილი: "უდაოდ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე ვდგევართ, თუმცა ვფიქრობ, ეს დამატებითი სტიმული უფროა. ოთხი დღეა შეკრებაზე ვართ, ფეხბურთელები სრულ მზად ყოფნაში ვხვდებით და ერთი სული გვაქვს მოედანზე გავიდეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

პირველ შეხვედრაში ბოლომდე ვერ შევასრულეთ მწვრთნელის მითითებები, ცოტა არეულებიც ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით. თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, "რაპიდი” არაა ის გუნდი, რომლის ბარიერიც ვერ უნდა გადავლახოთ, თუმცა რეალურად შანსები 50/50-ზეა”.

ნუკრი რევიშვილი: "ხვალ გამორჩეული დღეა ქართული ფეხბურთისთვის, ამიტომ მინდა გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლა და გულმხურვალე ქომაგობა ვთხოვო. ჩვენ მზად ვართ, სათამაშოდ და წარმატების მისაღწევად, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, ეს სავსე სტადიონის წინაშე მოხდეს”.

შეხვედრის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყების პირველი არხი განახორციელებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი კი 3 და 5 ლარია.

წყარო: geosports.ge

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: