11:36 AM
“დილამ” ზუგდიდში გაიმარჯვა



გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის VIII ტურის მატჩები, სადაც „დილა" ზუგდიდს ესტუმრა და ადგილობრივი გუნდი 1:2 დაამარცხა.

მატჩს მთლიანად გორელები აკონტროლებდნენ, თუმცა პირველ ნახევარში ცოტა გაუჭირდათ და რამოდენიმე მომენტი გაანიავეს, რის შედეგადაც დაისაჯნენ და მე-15 წუთზე „ზუგდიდელთა" კაპიტანმა სიხარულიამ ანგარიში გახსნა – 1:0.

„დილა" გაშვებული ბურთის შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლო. ნათან ჟუნიორის აქტიურობის შემდეგ, შეცვლაზე შესულმა ბაჩანა არაბულმა გაათანაბრა – 1:1.

მეორე გოლი კუთხურს მოჰყვა. ჩაწოდებული ბურთი მოდებაძეს მიუვიდა, მისი დარტყმული მოწინააღმდეგის მცველს ხელზე მოხვდა და მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც მოდებაძემ შეასრულა და სტუმრებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს – 1:2.

"ზუგდიდი” 1:2 "დილა”
გოლები: სიხარულია (15’) 1:0, არაბული (75’) 1:1, მოდებაძე (81’ პენ.) 1:2.

„ზუგდიდი": ლ. ძაგანია, რ. ონიანი, ნ. აფაქიძე, მ. აქუბარდია, რ. კანკია, გ. ხუბუა, ზ. სიხარულია (კაპ.), ლ. წურწუმია (ხუხია 65′), შ. ლომია, ი. ეხვაია, გ. გაბედავა.

სათადარიგო: ფარჯიკია, მაქაცარია, ხუხია, ქომეთიანი, ქანთარია, თოლორაია, ბერიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.

„დილა": ბ. შეყრილაძე, კ. ალადაშვილი, ა. კვახაძე, დ. კვირკველია (კაპ.), გ. თომაშვილი, მ. გორელიშვილი (ილურიძე 53′), ლ. გვალია, გ. გოგუა, ლ. რამოსი (არაბული 67′), ი. მოდებაძე, ნ. ჟუნიორი (ბეჭვაია 88′).

სათადარიგო: ზ. მამალაძე, გ. ილურიძე, გ. ბეჭვაია, გ. აბურჯანია, რ. გოგინაშვილი, ლ. თოთაძე, ბ. არაბული.

მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი.

გაფრთხილებები: კვახაძე (14’).

მთავარი არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვალდას ივანაუსკასი: „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელ გულშემატკივარს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი გუნდის მიმართ გამოხატეს. მე ვიცი რომ პარალელურად გორში დიდი აქცია მიმდინარეობდა, რაც მათი მხრიდან ჩვენთვის უდიდესი სტიმული გახლდათ. მათი მხარდაჭერა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია ყველაფერი დადებით შედეგს გამოიღებს.

რაც შეეხება თამაშს, ძალიან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. „ზუგდიდი" კარგი, მებრძოლი გუნდია. განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, თუმცა რამოდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

მეორე ნახევარი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და შევძელით გამარჯვების მოპოვება. მინდა მივულოცო ჩვენს გულშემატკივარს ეს გამარჯვება და ასევე ჩემს ბიჭებს.

აქვე მინდა მთელს საქართველოს მივულოცო დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ვუსურვო ქართველებს ბედნიერება და სიხარული."

ელგუჯა ქომეთიანი: „დილა" საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიმაჩნია. ვიცოდით, რომ ერთ-ერთი რთული მატჩი გვექნებოდა. ჩვენ ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მეტოქე დღეს ჩვენზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.

მინდა მთელ საქართველოს მივულოცო აღდგომის დღესასწაული."

გოგიტა გოგუა: „რთული თამაში იყო. საკმაოდ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ხოლო გათანაბრებაში ცოტა გაგვიმართლა კიდეც. ვფიქრობ, მთლიანობაში ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ."

ბაჩანა არაბული: „მძიმე თამაში გვქონდა. ზუგდიდში ყველა გუნდს უჭირს თამაში და არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი. ჩვენს კლუბში განვითარებულ მოვლენებზე ბიჭებმა თავი დავდეთ და შევძელით გამარჯვება."

ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: