გუშინ გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის 2012 წლის ბოლო ტურის მატჩები, სადაც გორის "დილა” მარტვილის "მერანს” სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახ. სტადიონზე დაუპირისპირდა. მატჩის პირველი ნახევარი მეტად უხვგოლიანი გამოდგა და ყველა ბურთი აქვე გავიდა.
დასაწყისშივე, მე-6 წუთზე გორელთა მცველების შეცდომით ისარგებლეს მარტვილელებმა და მასპინძლები ლომიამ დააწინაურა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლომიამ სკენდერს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა 1-0.
"დილა” გაშვებული გოლის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა და მე-15 წუთზე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, როდესაც კლიმიაშვილის მიერ ოციოდე მეტრიდან დარტყმული ხარიხასს მოხვდა და ბურთი ისევ უკან მოედანს დაუბრუნდა. ორიოდე წუთში კი ალადაშვილის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული "სტანდარტი” რომან ახალკაცმა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და გაათანაბრა 1-1.
დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მომენტს, როდესაც საჯარიმოში ბურთიანად შესული ახალკაცი მეტოქემ წააქცია, თუმცა მსაჯმა ამ ეპიზოდზე რეაგირება არ მოხდინა, რომელსაც შემდგომ საპასუხო სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა და სკენდერის უხეში შეცდომის წყალობით ”დილას” კარში მეორე ბურთიც გავიდა, თავი კვლავ ლომიამ გამოიჩინა 2-1. თუმცა მასპინძელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა და ორ წუთში ბეჭვაიას გრძელი და ზუსტი გდაცემის შემდეგ, რომან ახალკაცი მეკარესთნ პირისპირ დარჩა, ზუსტად დაარტყა და დუბლი შეასრულა 2-2.
პირველ ნახევარში მსაჯის მიერ დამატებულ პირველივე წუთზე "დილამ” პირველად შეძლო წინ გასვლა და გამარჯვებაც მოიპოვა. მელიავამ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მთავარმა არბიტრმა "მერანის” კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი მოდებაძემ უნაკლოდ შეასრულდა და გუნდი წინ გაიყვანა 2-3. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა.
მეორე ნახევრის ძირითადი დრო კვლავ გორელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა მიუხედავად რამოდენიმე მომენტისა, მეტი გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვეღარ შეძლო და მატჩი 2-3 დასრულდა "დილას” გამარჯვებით.
სამტრედია. 23 დეკემბერი, 2012 წელი. „ეროსი მანჯგალაძე". 14:00
„მერანი" (მარტვილი) – „დილა” (გორი) 2-3 (2-3)
"მერანი”: ჯ. შეროზია, ლ. გეგეჭკორი (გ. მჭედლიშვილი 64′), გ. ქარქუზაშვილი, ვ. იობაშვილი, კ. მელიავა, გ. დიდავა (კაპ.), ც. ბუკია, ნ. ნოზაძე (მ. ტორონჯაძე 57′), პ. ფონიავა, ს. ლომია, ლ. კუჭუხიძე.
სათადარიგოები: გ. ბერია მ. ტორონჯაძე, გ. ამბროლაძე, რ. კიკალიშვილი, გ. გაბისონია, ბ. გელაჭეიშვილი, გ. მჭედლიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე.
"დილა”: მ. სკენდერი, ლ. სალუქვაძე (კაპ.), გ. ონიანი, გ. შაშიაშვილი (გ. კახელიშვილი 56′), კ. ალადაშვილი, რ. ახალკაცი (ნ. ჟუნიორი 83′), ი. მოდებაძე (მ. გორელიშვილი 74′), დ. კვირკველია, ი. კლიმიაშვილი, გ. ბეჭვაია, ლ. რამოსი.
სათადარიგოები: ბ. შეყრილაძე, მ. გორელიშვილი, გ. კახელიშვილი, გ. აბურჯანია, ნ. ჟუნიორი, გ. თომაშვილი, ლ. გვალია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.
გაფრთხილება: მელიავა (45+1′), შეროზია (76′), ალადაშვილი (86′), კლიმიაშვილი (53′).
გაძევება: ქარქუზაშვილი (76′), კლიმიაშვილი (90+3′).
გოლები: ლომია (6′) 1-0, ახალკაცი (17′) 1-1, ლომია (22′) 2-1, ახალკაცი (24′) 2-2, მოდებაძე (45+1′ პენ.) 2-3.
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ფიფია, თ. ხუჭუა.