11:31 AM
„დილა“ უახლოეს მომავალში დაიწყებს მზადებას



მოგეხსენებათ XXIV ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გორის „დილა" ისვენებს. კლუბის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან, რაც უახლოეს მომავალში დილას გულშემატკივრისთვის ნათელი გახდება. გუნდმა ღირსეულად უნდა წარმოაჩინოს როგორც საკუთარი, ასევე ქართული ფეხბურთის პრესტიჟი ევროპაში.
დღევანდელი ინფორმაციით გუნდში ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი.
მეორე წრის განმავლობაში "დილას” ფინანსური კრიზისი შეექმნა, რის შემდეგადაც გორს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი ესტუმრა. მათ კლუბს და მთლიანად მუნიციპალურ კლუბებს დახმარება აღუთქვეს. საქმე დაძრულია და ყველაფერს ნათელი სულ მალე მოეფინება. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ბატონი ლევან ყიფიანის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

"შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების კანონპროექტზე მუშაობს, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
საუბარია არა მხოლოდ უმაღლესი და პირველ ლიგის გუნდების დაფინანსებაზე, არამედ ბავშვთა სკოლების სისტემური პრობლემების მოგვარებაზეც.
არის ჩანაფიქრი, რომ უახლოეს 5 წელიწადში ფეხბურთის განვითარებაზე დაახლოებით 100 მილიონი დაიხარჯოს."

ჩვენის მხრივ კი მოგახსენებთ, რომ ქართულ ფეხბურთში მოხდება გარდატეხა დადებითი კუთხით. ჩვენს ჩემპიონატს დაუბრუნდებიან ნაწილი იმ გამოცდილი ქართველი ფეხბურთელებისა, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის საშუალო დონის ჩემპიონატებში ასპარეზობენ.
ჩვენი აზრით, არ იქნება პრეცედენტი იმისა რომ ქართველ ფეხბურთელებს ადრეულ ასაკშივე სურდეთ საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლა. მივესალმებით სახელმწიფოს აქტიურობას ქართული ფეხბურთის ფეხზე დასაყენებლად და დიდ მოლოდინში ვართ ჩვენი ფეხბურთის აღმავლობის გზაზე დაყენებისა. ევროპაში არის ძალიან ბევრი ისეთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო გვერდში უდგას კლუბებს.
აღსანიშნავია კომუნიკაცია ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შორის, რასაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ქართული ფეხბურთისთვის.

წყარო: fcdila.ge

ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: