9:45 PM
დიეგოს “ატლეტიკოში” დაბრუნება უნდა



ბრაზილიელი ნახევარმცველი პრიმერა დივიზიონში კიდევ ერთხელ თამაშზე უარს არ იტყოდა.

ორი წლის წინ, "ვოლფსბურგის” 28-წლის ნახევარმცველი დიეგო არენდის სახით მადრიდელების რიგებში უკვე ასპარეზობდა, და პრესას განუცხადა, რომ წინააღმდეგი არაა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ვისენტე კალდერონზე” დაბრუნდეს.

"ყველამ იცის, რომ დიეგო სიმეონესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. იგი – ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ სიამოვნებით ვიმუშავებდი. მადრიდი ძალიან შემიყვარდა და იქ დაბრუნება მინდა. მაგრამ, მე, როგორც ყველა ფეხბურთელს, ფასი მადევს, და, თუ "ატლეტიკო” არაა მზად გარკვეული თანხა გადაიხადოს, გავუგებ”, – განაცხადა დიეგომ.

ცნობისათვის, ნახევარმცველს "ვოლფსბურგთან” კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება და უკვე იანვრის თვეში დიეგო სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოებას შეძლებს.

წყარო: Goal.com

ნანახია: 365 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: