4:29 PM დიეგო ლოპესი ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდება? | |
![]() "რეალის” გოლკიპერი შესაძლოა კონფედერაციის თასზე გამოიძახონ. ესპანური პრესა იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის” 31-წლის კარის დარაჯი დიეგო ლოპესი, რომელმაც "ბლანკოსის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების კონკურენცია, უხეშად, რომ ვთქვათ ჟოზე მოურინიოს დახმარებით, იკერ კასილიასს მოუგო, შესაძლოა კონფედერაციის თასის მატჩებისათვის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახონ. "ფურია როხას” შემადგენლობაში ლოპესმა შესაძლოა არა კასილიასი, არამედ "ბარსელონას” გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი შეცვალოს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს ძალიან აწუხებს. ვალდესმა "ბეტისთან” გამართული მატჩი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა და ჯერჯერობით ვარჯიშიც კი არ განუახლებია, უკვე 27 მაისს კი თავკაცმა საბოლოო განაცხადი უნდა დაასახელოს. ბოლოს დიეგო ლოპესი ესპანეთის ნაციონალურ ნაკრებში 2010-წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიძახეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |