9:37 AM
დიდიე დეშამი: ქართველები კარგად თამაშობდნენ და შეტევის საშუალებას არ გვაძლევდნენ



საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა საქართველოსთან ფრედ დამთავრებულ მატჩს კომენტარი გაუკეთა.

დიდიე დეშამი: "მართალია, ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ქართველებმა აჩვენეს ძალიან კარგი თამაში. ვერ მოვიგეთ ეს მატჩი, მაგრამ ამის შანსი გვქონდა. მე მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც დავაკელით. ცენტრალურ ხაზში დავუშვით შეცდომა. ვიმეორებ ჩვენ გვქონდა მომენტები, რაც ვერ გამოვიყენეთ.

იმედგაცრუებას ვერ დავარქმევ ამ შედეგს. მე იმას ვიტყოდი, რომ ქართველები კარგად თამაშობდნენ და არ გვაძლევდნენ შეტევის საშუალებას. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

რა თქმა უნდა, პირველი ადგილი შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, რადგან ესპანეთმა უკვე მოიგო მატჩი. ჩვენ კიდევ გვაქვს თამაშები და აუცილებლად ვიბრძოლებთ.

მომავალში უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, უნდა ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი. უნდა გამოვიყენოთ ის მომენტები, რასაც ვქმნით. წინ გვაქვს კიდევ ორი თამაში, სადაც ვეცდებით ამ შეცდომების გამოსწორებას.

გუნდში იყო ამბიცია, რომ პირველი ადგილი დაგვეკავებინა, თუმცა ეს არ არის ცუდი შედეგი. ეს პესიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს.

რიბერის წინააღმდეგ 2-3 მოთამაშე მოდიოდა, მაგრამ მაინც შეძლო თავისი თავის წარმოჩენა.

ამ ფორმაციის ნაკრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურ შედეგს ველით.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშეს, გამოვარჩევდი ოქრიაშვილს, თუმცა არც სხვებს ჩაუტარებიათ ცუდად ეს შეხვედრა.

მომავალ თამაშებში სირთულეები რაც გვქონდა, ამ პრობლემების გამოსწორებას და შეტევაზე მეტი აქცენტის გაკეთებას ვაპირებთ”.

ოთარ მუმლაძის ფოტო
წყარო: მირანდა სურმანიძე, Geosports.ge

ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: