დღევანდელი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრების მთავარი განსახილველი თემაა თუ ვინ არის საუკეთესო, რეალი თუ ბარსელონა? რონალდუ თუ მესი? რონალდინიო ჯობდა თუ ზიდანი? ბრაზილიელი რონალდო თუ ანრი? ან იქნებ რაული? და ასე შემდეგ უამრავ სხვადასხვა ფეხბურთელებსა და გუნდებზე მსჯელობა არ წყდება, არც მეხსიერება ღალატობს რომელიმეს და მათზე საუბრის დროს ზღაპრული ეპითეტებიც არ წყდება! ვაქებთ ყველას, ვიხსენებთ და ვგულშემატკივრობთ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ევროპიდან თუ სამხრეთ ამერიკიდან, მაგრამ იშვიათად თუ გავიხსენებთ ჩვენ საიდან ვართ, ვინ გვყავდა გამორჩეული ფეხბურთელები და საერთოდ რა სიტყვა ვთქვით მსოფლიო ფეხბურთში?

მე მინდა ამ საკითხებზე მოკლედ, მაგრამ კონკრეტულად გესაუბროთ, ჩვენ, ქართველებმა მსოფლიოს მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, შოთა იამანიძე, ბ.ბაიჭაძე, სლავა მეტრეველი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ძოძუაშილი, ვოვა გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ გაბელია და სხვა უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი ვაჩუქეთ, ჩვენ მთელს საბჭოთა კავშირში ვაპირველეთ ჩვენი საყვარელი საქართველო და თბილისის დინამო, ჩვენს გუნდს წვრთნიდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული სპორტის ოსტატი ნოდარ ახალკაცი, რომელმაც 1981 წელს ისტორია გვაჩუქა, ისტორია იმისა, რომ გვეამაყა ყოველ ქართველს იმ უმნიშვნელოვანესი მიღწევებით რასაც მათ მიაღწიეს! ჩვენ კი რას ვშვებით? რით გამოვხატავთ მადლიერებას? მათზე მაქსიმალურად ცოტას რომ ვლაპარაკობთ და პირზე ევროპის ვარსკვლავები, რომ გვაკერია მაგით? მიხეილ მესხზე უკეთესის დასახელება ბევრს შეგიძლიათ? ან იქნებ ყიფიანზე უკეთესი არსებობდა ბევრი, სლავა მეტრეველზე რაღა ვთქვა? ადამიანი ნამდვილი გენიოსი იყო, უბრალოდ შეუდარებელი, რაზეც მისადმი მადრიდის რეალის ინტერესიც მეტყველებს, თან როდის და რა პოლიტიკურ სიტუაციაში? ხალხნო დი სტეფანოს "მეფობის" დროს მასზე მადრიდელები ნადირობდნენ! ამით უნდა ვიამაყოთ, ეს უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დაგვავიწყდეს ვისი გორისანი ვართ, ვინ იყვნენ ეს ბიჭები,ეს ფეხბურთელები, რომლებმაც ოქროს ბიჭების სახელები მოიხვეჭეს და მათზე სიმღერები მთელს საქართველოში არ წყდებოდა!
როგორ მშურს იმ ხალხის ვისაც ნანახი აქვს ამათი თამაში, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მიშა მესხის ფინტი, ყიფიანის კისერზე გაჩერებული ბურთი და ტექნიკის დემონსტრირება, დარასელიას ზღაპრული ბურთაობა და სხვა უამრავი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ამ ბიჭების მონაწილეობით! როგორ მიყვარს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ბილეთის საყიდლად დინამოს თამაშზე რაიონებიდან ჩამოდიოდნენ, როგორ მიყვარს და მენატრება ის სიტუაცია როცა სტადიონი ყოველთვის გავსებული იყო, ისე არა როგორც ახლა ესპანეთთან, არამედ ისე როგორც მაშინ, ნებისმიერ მეტოქესთან და ნებისიერ სიტუაციაში.
ყველას ერთი რამ გვაკერია პირზე, თითქმის არავის აქვს გამარჯვების მოლოდინი ქართველობისგან, გვეიმედება ყველა და ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ მაინც წაგებულად ვგრძნობთ თავს! რა ხდება? გაისმის კითხვა, წაგებული მატჩის შემდეგ, რატომ წავაგეთ? ამ კითხვის პასუხს მხოლოდ ფეხბურთელებისგან და მწვრთნელისგან, რომ არ მოვითხოვთ მხოლოდ მაშინ გვეშველება, მხოლოდ მაშინ როცა ნამდვილად განვიცდით წაგებას ისე რომ ფეხბურთელებს უბრალოდ მორალური უფლება აღარ ექნებათ იგივე სიტუაციაში კვლავ ჩაგვაყენონ და იძულებულები გახდებიან გაიმარჯვონ, არა მათთვის, არა ნაკრებისთვის, არამედ ჩვენთვის, ქართველობისთვის!
წარსულით ვიამაყოთ, აწმყოსი გვეიმედებოდეს, მომავლის გვჯეროდეს! ნუ დავივიწყებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც საკუთარი ისტორია ოქროს ასოებით ჩაწერეს მსოფლიო ფეხბურთისა და საქართველოს ისტორიაში!
იცით რა მაწუხებს და მაშფოთებს?! დავით ყიფიანზე ინფორმაციის სიმწირე გვჭირს, ბავშვს მესი და რონალდუ აკერია პირზე, მის მამას კი ჰგონია, რომ ის და მისი შვილი ნამდვილი გულშემატკივრები არიან, მაგრამ სულ სხვაა მწარე რეალობა, შენ თუ არ იცი საიდან ხარ, ვინ იყო ყიფიანი და მისი თაობა, თუ შენ, შენს შვილს არ ჩაუნერგავ და არ მოუყვები მათზე სულ რომ არ გაგეცდინა დინამოს არცერთი თამაში მაინც ნოლი ხარ, რადგან შვილს არ აძლევ იმას რაც მას ქართველობას შესძენს, რაც მას ქართულ ფეხბურთს შეაყვარებს, რაც გაუჩენს მას სიამაყის საფუძველს, რომ ყიფიანის,დარასელიას,მესხის შთამომავალია, მათი სისხლის მატარებელი და თვითონაც წავა ფეხბურთის მოედანზე სავარჯიშოდ რათა მათ კვალს გაყვეს, თვითონაც ირწმუნებს, რომ ქართველებსაც შეგვიძლია და კრიზისიდან გამოიყვანს ქართულ ფეხბურთს!
არ ვიცი რას იფიქრებთ ამ სტატიაზე, რა სახის იქნება თქვენი კრიტიკა, მაგრამ ერთს გეტყვით, რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა ყიფიანის შესახებ გადაცემა გააკეთა რუსეთში და მე პატარა სტატია მაინც, რომ არ დამეწერა, თუნდაც ამ სახით ნამდვილად არ შემეძლო!