4:55 PM
დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი
დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი
HIGHLIGHTS.UCOZ.COM წარმოგიდგენთ ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კლუბებს, რომლებიც ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვიან.

დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი

"რედინგი", ინგლისი, 13 ქულა. პაველ პოგრებნიაკის ანგარიშზე 4 გოლია, მის გუნდს კი ჩემპიონატში მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი

"ქუინზ პარკ რეინჯერსი", ინგლისი, 13 ქულა. გუნდი, რომელიც ისეთი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, როგორიც ჟულიო სეზარია - მხოლოდ გასულ ტურში მოახერხა ჩემპიონატში მეორე მატჩის მოგება - ისიც "ჩელსისთან".

დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი

"ტრუა", საფრანგეთი, 13 ქულა. ლიგა 1-ის ახალწვეულ კლუბს გუნდის ლიდერის ბენჟამინ ნივეს 6 გოლი ჯერ არაფერში დახმარებია.

დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი

"დეპორტივო", ესპანეთი, 12 ქულა. ლა-კორუნიელების გუნდში ისეთი ფეხბურთელები გამოდიან, როგორებიც ხუან ვალერონი (მარცხნივ) და კარლოს მარჩენა არიან, მაგრამ გუნდი სატურნირო ცხრილის სულ ბოლო ადგილზე იმყოფება.

დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი

"ჰოფენჰაიმი", გერმანია, 12 ქულა. გერმანულ კლუბს ბუნდესლიგაში ყველა მეტი მარცხი და გაშვებული გოლი აქვს. გუნდის ლიდერს ანდრეას ბეკს (მარცხნივ) კი არც გერმანიის და არც რუსეთის ეროვნულ ნაკრებში არ იძახებენ.

დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი

"სიენა", იტალია, 11 ქულა. ემანუელე კალაიო აქამდე მხოლოდ "ნაპოლისთან" ერთად ასპარეზობდა სერია ბ-ში. ახლა კი შესაძლოა მან იტალიის დაბალ ლიგაში ახალ კლუბთან ერთად ითამაშოს.

დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი

"ნანსი", საფრანგეთი, 11 ქულა. სებასტიან პიოგრენიემ (ქვემოთ) ყველას დაანახა, თუ რატომ არ იმსახურებს ისეთ კლუბში თამაშს, როგორიც "ზენიტია".

დიდი ევროპის 9 აუტსაიდერი კლუბი

"აუგსბურგი", გერმანია, 9 ქულა. ანდრეას ოტლმა (შუაში) მიუნხენის "ბაიერნი" "აუგსბურგში" გაცვალა ახლა კი სატურნირო ცხრილის უფსკრულში იმყოფება.

"ფიურტი", გერმანია, 9 ქულა. 17 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოგება - ეს ყველაფერია, რასაც ბუნდესლიგის ახალწვეულმა გუნდმა მიაღწია, თავის ვეტერან ჯერალდ ასამოასთან ერთად.
 
ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: