9:48 PM
დიდი ბიზნესი. რომელ ფეხბურთელებში დახარჯა "პსჟ"-მ 250 მლნ ევრო



სალვატორე სირიგუ

საიდან მოვიდა: "პალერმო"
გადახდილი თანხა: 4 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

უდავოდ პირველი ნომერი, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერი, რომელსაც ჯანლუიჯი ბუფონის შესაძლო შემცვლელად მიიჩნევენ.

ნიკოლა დუჩეზი

საიდან მოვიდა: "რენი"
გადახდილი თანხა: უფასო
ტრანსფერის შეფასება: +/-

დუჩეზი - შესანიშნავი კიპერია, მაგრამ სირიგუს კონკურენციას ვერ უწევს: "პსჟ" ლიგა 1-ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ასეთი გოლკიპერი სათადარიგოთა სკამზე უზის. ნიკოლა რათქმაუნდა დუბლიორის სტატუსით უკმაყოფილოა, თუმცა ჯერჯერობით კლუბი არ დაუტოვებია.

რონან ლე კრომი

საიდან მოვიდა: თავისუფალი აგენტი
გადახდილი თანხა: უფასო
ტრანსფერის შეფასება: +/-

გამოცდილი, ვეტერანი გოლკიპერი, რომელიც პარიზულ კლუბში გასული წლის იანვარში ჩაირიცხა. თუმცა, მატჩების განაცხადშიც კი ვერ ხვდება.

ტიაგო სილვა

დიდი ბიზნესი. რომელ ფეხბურთელებში დახარჯა "პსჟ"-მ 250 მლნ ევრო

საიდან მოვიდა: "მილანი"
გადახდილი თანხა: 42 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი თავიდან პარიზულ კლუბში ვერ ბრწყინავდა, თუმცა ახლა სილვას მიმართ კრიტიკის საფუძველი არავის არ აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 42 მილიონი ევროს გადახდა ცოტა არ იყოს ძალიან ძვირია, თუმცა პარიზში ეს არ აინტერესებთ.

დიეგო ლუგანო

საიდან მოვიდა: "ფენერბაჰჩე"
გადახდილი თანხა: 3 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: -

ლუგანოს კარიერა ისე განვითარდა, როგორც დიეგო ფორლანის: 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე საოცარი თამაშის შემდეგ, ვერცერთმა ფეხბურთელმა ასეთი თამაშის ჩვენება ვეღარ შეძლო. უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ: ცენტრალურმა მცველმა პარიზულ გრანდში პირველი სეზონი ჩააგდო, შემდეგ ხშირად ტრავმიანობდა, რის გამოც კარლო ანჩელოტიმ იგი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო.

მილან ბიშევაცი

საიდან მოვიდა: "ვალანსიენი"
გადახდილი თანხა: 3,2 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +/-

გამოცდილი სერბი მცველის ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ანტუან კომბუარე იყო, რომელიც კარლო ანჩელოტის მოსვლამდე წვრთნიდა "პსჟ"-ს. თავიდან მილანი ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა, თუმცა შემდეგ ალექსის, ლუგანოსა და ტიაგო სილვას მოსვლის შემდეგ მან მთავარ შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და 2012-წლის ზაფხულში "ლიონში" გადავიდა, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. 

ალექსი

საიდან მოვიდა: "ჩელსი"
გადახდილი თანხა: 5 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

გამოცდილი ბრაზილიელი თავისი უძლიერესი დარტყმით, "პსჟ"-ს მეორე მთავარი ცენტრალური მცველია. 5 მილიონი, რომელიც მის სანაცვლოდ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაიხადა, ღირდა: კლუბში მისვლის შემდეგ ფეხბურთელი საოცრად ათამაშდა და ძირითადი შემადგენლობიდან მამადუ სახო ამოაგდო.

მაქსველი

საიდან მოვიდა: "ბარსელონა"
გადახდილი თანხა: 3,5 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

"აიაქსის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბის ღირსება რამოდენიმე წლის განმავლობაში დაიცვა, "პსჟ"-ს ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილის დაკარგვას არ აპირებს და მის შენარჩუნებას ნორმალური თამაშის ჩვენებით ახერხებს.

გრეგორი ვან დერ ვილი

დიდი ბიზნესი. რომელ ფეხბურთელებში დახარჯა "პსჟ"-მ 250 მლნ ევრო

საიდან მოვიდა: "აიაქსი"
გადახდილი თანხა: 6 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: -

"აიაქსის" კიდევ ერთი აღზრდილი ფეხბურთელი, გრეგორი ვან დერ ვილი ჯერჯერობით მასზე დამყარებულ იმედებს ვერ ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"-მ ეს ახალგაზრდა მარჯვენა მცველი გაიფორმა, კრისტოფ ჟალე მაინც მუდმივად ხვდება პარიზელების ძირითად შემადგენლობაში.

ბლეზ მატუიდი

დიდი ბიზნესი. რომელ ფეხბურთელებში დახარჯა "პსჟ"-მ 250 მლნ ევრო

საიდან მოვიდა: "სენტ ეტიენი"
გადახდილი თანხა: 8 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

"პსჟ"-ს ერთ-ერთი ყველაზე კარგი შენაძენი: აგრესიული ნახევარმცველი, რომელსაც ნახევარდაცვის ყველა ადგილზე შეუძლია თამაში. მატუიდის არამხოლოდ ართმევა, ჩაჭრა და შეტევის ჩაშლა ეხერხება, არამედ გოლის გატანაც. სწორედ მან გაიტანა პირველი წრის მნიშვნელოვან მატჩში ერთადერთი გოლი, "ლიონის" წინააღმდეგ. ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი პარიზულ გუნდს კარგად შეეწყო.

ტიაგო მოტა

დიდი ბიზნესი. რომელ ფეხბურთელებში დახარჯა "პსჟ"-მ 250 მლნ ევრო

საიდან მოვიდა "ინტერი"
გადახდილი თანხა: 11,5 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

არც ისე ელეგანტური, თუმცა ძალიან ძლიერი ნახევარმცველი, რომელიც ახალგაზრდა ვერატის ადვილად ადაპტირებაში დაეხმარა. ახლა მოტა 31-წლისაა და ანჩელოტის გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.

მოჰამედ სისოკო

საიდან მოვიდა: "იუვენტუსი"
გადახდილი თანხა: 7 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +/-

ჯერ კიდევ სადებიუტო სეზონში მალელი ნახევარმცველი "პსჟ"-ს მთავარ ფიგურად იქცა და ფრანგულ "კლასიკოში" "მარსელის" წინააღმდეგ გუნდს უკაპიტნა კიდევაც. თუმცა, მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ძალიან იშვიათად თუ ვხედავთ, სწორედ ამიტომ, იგი ძალიან მალე წავა - "მილანში", "იუვენტუსში" (საიდანაც პარიზულ კლუბში გადაბარგდა) ან მოსკოვის "სპარტაკში".

ჟერემი მენეზი

დიდი ბიზნესი. რომელ ფეხბურთელებში დახარჯა "პსჟ"-მ 250 მლნ ევრო

საიდან მოვიდა: "რომა"
გადახდილი თანხა: 8 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

ჟერემი მენეზმა შეძლო "პსჟ"-ს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გამხდარიყო. თუმცა, ჟერემის ძალიან ცუდი ხასიათი აქვს, რაც გასული ტურის მატჩშიც დადასტურდა, როდესაც იგი ანჩელოტის შეეკამათა და შეცვლაზე გასვლა არ მოინდომა. მიუხედავად ამისა, მის გარეშე პარიზული კლუბის შეტევის ხაზი მაინც პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ხავიერ პასტორე

საიდან მოვიდა: "პალერმო"
გადახდილი თანხა: 42 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგული კარიერა იბრაჰიმოვიჩის სტილში დაიწყო - ლიგა 1-ში არ მოიძებნებოდა ისეთი მცველი, რომელიც მის ჩაკეტვას მთელი 90 წუთის განმავლობაში შეძლებდა. თუმცა, შემდგომ, პასტორემ რამდენიმე მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარა, კარლო ანჩელოტიმ კი იგი ერთი პერიოდი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და ლავესი, იბრაჰიმოვიჩი, მენეზის ტრიო შექმნა, თუმცა ახლა მან კვლავ მოუმატა და პარიზული კლუბის მთავარ შემადგენლობაში საკუთარი ადგილი მაინც დაიბრუნა.

მარკო ვერატი

საიდან მოვიდა: "პესკარა"
გადახდილი თანხა: 12 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

როდესაც იტალიის ერთ-ერთმა პერსპექტიულმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "იუვენტუსს" "პსჟ" არჩია, ძალიან ბევრს მიაჩნდა, რომ მან საკუთარ კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა. თუმცა, მარკომ პარიზულ კლუბშიც დაამტკიცა, რომ იგი დიდი ტალანტია, დიდი მომავლით.

ლუკას მოურა

საიდან მოვიდა: "სან-პაულუ"
გადახდილი თანხა: 40 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +/-

"ფეხბურთი შეიშალა", - განაცხადა ალექს ფერგიუსონმა, როდესაც გაიგო, რა თანხა გადაიხადა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ. პარიზული კლუბის მაისურით ფეხბურთელს ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, მან ასეთ კონკურენციას ვერ გაუძლოს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ეს ფეხბურთელი დიდ ტალანტს ფლობს.

ეზეკიელ ლავესი

საიდან მოვიდა: "ნაპოლი"
გადახდილი თანხა: 26 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის 4-4-2/4-2-3-1 სქემებში ძალიან კარგად ჩაჯდა. "ნაპოლიში" ლავესი უფრო მეტ გოლ იტანდა და საგოლე გადაცემებს აკეთებდა, თუმცა მიმდინარე სეზონი ეზეკიელისთვის პარიზულ კლუბში მხოლოდ სადებიუტოა. ამიტომ, მომდევნო სეზონებში მისგან მომატებას უნდა ველოდოთ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

დიდი ბიზნესი. რომელ ფეხბურთელებში დახარჯა "პსჟ"-მ 250 მლნ ევრო

საიდან მოვიდა: "მილანი"
გადახდილი თანხა: 21 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: +

შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაიმოვიჩი საფრანგეთის ლიგა 1-ს ძალიან კარგად შეეწყო, პირველი წრის შემდეგ იგი ჩემპიონატის ბომბარდირთა ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს 6 გატანილი ბურთით უსწრებს. საფრანგეთში "პსჟ"-ს ახალ სახელს Paris Zlatan Germain-ს ეძახიან. ბოლო ფეხბურთელი, ვინც ლიგა 1-ში 30 გოლი გაიტანა, ჟან-პიერ პაპენი იყო, რომელმაც ამდენი გოლის გატანა 89/90 წლების სეზონში მოახერხა - სავსებით შესაძლებელია, ამ რეკორდის ახალი მფლობელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდეს, რომელსაც ჩატარებული 20 ტურის შემდეგ 18 ბურთი აქვს გატანილი.

კევინ გამეირო

საიდან მოვიდა: "ლორიენი"
გადახდილი თანხა: 11 მილიონი ევრო
ტრანსფერის შეფასება: -

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელი "პსჟ"-ს სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად ითვლება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამეირო სამუშაო ადგილს ნამდვილად შეიცვლის.
ნანახია: 285 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: