ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დი მატეომ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის წინ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენი ერთადერთი პრობლემა "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრისას ფრენკ ლამპარდის ტრავმა იქნება. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება. სავსებით შესაძლებელია, რომ მატჩში მონაწილეობა მარკო მარინმა მიიღოს." - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.
"იქნება "ემიუსთან" შეხვედრა გადამწყვეტი? ვფიქრობ, არა. სეზონი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და მის დამთავრებამდე კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი. რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტს ვერ დავარქმევდი."
"ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით. დიახ, არასასიამოვნო მარცხი განვიცადეთ დონეცკში. მიუხედავად ამისა, მაინც შევძლებთ კარგი ფეხბურთის ჩვენებას."