1:52 PM დი მარია “რეალიდან” წასვლას არ აპირებს | |
![]() არგენტინელი ვინგერი კმაყოფილია იმით, თუ როგორ გრძელდება მისი კარიერა ესპანეთში. არგენტინელმა ანხელ დი მარიამ, რომელმაც, როგორც ადრე შეგატყობინეთ, შესაძლოა "რეალი” პირველმა დატოვოს, ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში” წასვლის გამო სინანული გამოთქვა და განაცხადა, რომ ახალი სამუშაო ადგილის ძებნას არ აპირებს. "ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც მოურინიოს წასვლის შესახებ გავიგე. ნებისმიერი გუნდისათვის მწვრთნელის შეცვლა – ის სიახლე არაა, რომელმაც შესაძლოა გაგახაროს. თუმცა ჟოზე თავის მომავალს სხვა კლუბში ხედავს და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მასთან ერთად მუშაობით მადლობელი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მოურინიოზე მეც დიდი შთაბეჭდილება დავტოვე”, – აცხადებს დი მარია. "მადრიდში ბედნიერი ვარ და აქ ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად, რომელიც დედამიწას თვენახევრის წინ მოევლინა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თუმცა ეს ყველაფერი – ტექსტია, ჩემი მომავალი კი პრეზიდენტისა და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ხელშია. ისინი გადაწყვეტენ, მოინახება თუ არა ჩემი ადგილი "რეალის” შემადგენლობაში. თუმცა მე დარჩენა მსურს: თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მომწონს, თუ როგორ მეპყრობიან აქ”, – დაასრულა არგენტინელმა. წყარო: Ole | |
|
სულ კომენტარები: 0 | |