9:58 PM
დღის სატრანსფერო სიახლეები



გთავაზობთ 27-28 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

რუნი "ემიუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს?
"მანჩესტერ იუნაიტედი” უეინ რუნის ახალ კონტრაქტს უმზადებს. შეგახსენებთ, რომ აქამდე ფეხბურთელმა "ჩელსიში” გადასვლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.

წყარო: Daily Telegraph

"მანჩესტერი” დავიდ ლუიზში 30 მილიონ ფუნტს იხდის
მანჩესტერელები მზად არიან ბრაზილიელ ცენტრალურ მცველში 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ ლონდონის "ჩელსის”.

წყარო: Daily Mirror

"აიაქსმა” "ტოტენჰემის” შეთავაზება ერიქსენზე უარით გაისტუმრა
ლონდონელები და ამსტერდამელები დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პირველი შეთავაზება, რომელიც 8 მილიონ ფუნტს შეადგენდა, "აიაქსმა” უარით გაისტუმრა. ჰოლანდიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონს ითხოვენ.

წყარო: De Telegraaf

"რომა” ფრანგებს უმიზნებს
დედაქალაქელები ახლოს არიან ადემ ლიაიჩის შეძენასთან. ამ ტრანსფერის შემდეგ, რუდი გარსიას თავის გუნდში ბაფატემბი გომისის, მამადუ სახოს და ფლორიან ტაუვინის ხილვა სურს.

წყარო: La Gazzetta dello Sport

"ჩელსი” ეტო’ო-ს 48 საათში გაიფორმებს
ლონდონელები ახლოს არიან სამეულ ეტო’ო-ს შეძენასთან. ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოესი 48 საათის განმავლობაში ელოდებიან.

წყარო: Daily Mail

"ტოტენჰემი” მატაზე გადაერთო, რადგან ჰალკის ტრანსფერზე უარი მიიღო
"დეზები” ესპანელი ნახევარმცველის შეძენას შეეცდებიან. მანამდე "ტოტენჰემს” "ზენიტიდან” ჰალკის შეძენა სურდა, თუმცა რუსების განცხადებით, ბრაზილიელი არ იყიდება.

წყარო: Daily Mirror

კონდოგბია "მონაკოში” გადადის
"სევილიას” ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა. ახალგაზრდა ფრანგი სულ მალე "მონაკოს” მაისურს მოირგებს. ტრანსფერი 20 მილიონად ფასდება.

წყარო: Le Parisien

ბეილი რონალდუზე ნაკლები დაჯდება
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, გარეთ ბეილი მადრიდის "რეალს” 87 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყარო: Sky Italia

ნანახია: 304 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: