გთავაზობთ 22-23 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.
ბეილის ტრანსფერამდე რამდენიმე საათიღა დარჩა
გარეთ ბეილის "რეალში” გადასვლა სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება. ესპანური პრესა ირწმუნება, რომ უელსელის ტრანსფერი დღეს ან მაქსიმუმ ხვალ გაოფიციალურდება. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემი” ბეილის სანაცვლოდ 99 მილიონ ევროს მიიღებს.
წყარო: Marca
ბრენდან როჯერს "რეალს” სუარესის ტრანსფერზე აფრთხილებს
"ლივერპულის” თავკაცის განცხადებით, "სამეფო კლუბი” სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ლუის სუარესზე შეთავაზების გაკეთებას აპირებს, თუმცა ინგლისელები ურუგვაელის გაყიდვას არ აპირებენ, რადგან მისი შემცვლელის პოვნა უკვე ძალიან ძნელი იქნება.
წყარო: Sky Sports
"მანჩესტერი” რუნის არ ყიდის
"ემიუს” დირექტორმა, ედ ვუდვუდმა, ლონდონის "ჩელსის” ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ უეინ რუნიზე მეტი შეთავაზება არ მიიღება.
"არსენალი” ბენზემათი და დი მარიათი ინტერესდება
არსენ ვენგერს მადრიდის "რეალიდან” ორი ფეხბურთელის შეძენა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან კარიმ ბენზემაში 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ. ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, "რეალი” სუარესს შეიძენს. ასევე, "არსენალი” ინტერესს იჩენს ანხელ დი მარიას მიმართაც.
წყარო: BBC
"შალკეს” პოდოლსკი სჭირდება
"არსენალის” 28 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს. პოდოლსკის შეძენით "შალკე 04″ ინტერესდება.
წყარო: Bild
ვილიანისთვის "ტოტენჰემი” და "ჩელსი” იბრძვიან
"ანჟის” ბრაზილიელ ფეხბურთელზე ნადირობაა გამოცხადებული. პრემიერ ლიგის ტოპ კლუბები მზად არიან ვილიანის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. აქამდე იწერებოდა, რომ ბრაზილიელის ყიდვა მხოლოდ "ტოტენჰემს” სურდა, თუმცა ახლა საქმეში "ჩელსიც” ჩაერთო.
წყარო: skysports
კაბაის "პსჟში” გადასასვლელად ნაბიჯი აშორებს
დიდი ალბათობით, იოან კაბაი სამშობლოში დაბრუნდება. ფეხბურთელმა და კლუბმა უკვე შეათანხმეს პირადი კონტრაქტის დეტალები. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხას მიიღებს "ნიუკასლი” ფრანგის სანაცვლოდ.
წყარო: Lequipe
ფლამინი "არსენალში” დაბრუნებასთან ახლოსაა
29 წლის მატიე ფლამინი შესაძლოა ლონდონის "არსენალში” უფასოდ დაბრუნდეს. ფეხბურთელი ბოლოს "მილანის” ღირსებას იცავდა.
წყარო: BBC