გთავაზობთ 21 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.
ბენზემა "რეალთან” გაახანგრძლივებს
კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ფეხბურთელიც და კლუბიც თანახმა არიან ხელშეკრულების გაგრძელებაზე. მიმდინარე კონტრაქტი 2015 წლამდეა გათვლილი.
წყარო: AS
"ემიუ” ფელაინიში და ბეინსში 35 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავს
მანჩესტერელებმა გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთეს "ევერტონს”. წინა შეთავაზება, რომელიც 28 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, ლივერპულელებმა უარით გაისტუმრეს. ახლა "წითელმა ეშმაკუნებმა” თანხა ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონამდე გაზარდეს.
წყარო: Daily Mirror
"ვალენსია” "არსენალს”: გუაიტა არ იყიდება
ლონდონელებს 26 წლის ესპანელი მეკარის შეძენა სურთ, თუმცა "ვალენსია” გუაიტას გაყიდვას არ აპირებს.
წყარო: Super Deporte
"ლაციო” ბურაკ ილმაზში 10 მილიონს იხდის
"გალათასარაიმ” ეს შეთავაზება არ მიიღო. თურქებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო სურთ.
წყარო: Corriere dello Sport
ეტო’ო-სთვის "რომაც” იბრძოლებს?
იმ შემთხვევაში თუ ერიკ ლამელმა რომაულ კლუბს დატოვებს და "ტოტენჰემში” გადაბარგდება, დიდი ალბათობით, "რომა” სამუელ ეტო’ო-ს შეძენას შეეცდება.
წყარო: Corriere dello Sport
"მონაკო” "არსენალს” კონდოგბიაში შეეცილება
"მეთოფეების” მსგავსად ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველის შეძენა "მონაკოსაც” უნდა. ფრანგები მზად არიან 13 მილიონის გადასახდელად.
წყარო: Daily Express
სახოს "მილანი” უფრო იზიდავს
"პსჟ”-ს ცენტრალური მცველის შეძენით "ლივერპული” და "მილანი” ინტერესდებია. თავად ფეხბურთელს იტალიაში გადასვლა უფრო ხიბლავს.
წყარო: Daily Star