გთავაზობთ 14-15 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.
"მანჩესტერი” ფაბრეგასისთვის 47 მილიონს ამზადებს
დევიდ მოიესი სესკ ფაბრეგასს არ ეშვება. მანჩესტერელები "ბარსელონას” გაუმჯობესებულ შეთავაზებას გაუკეთებენ, რომელიც 47 მილიონ ევროს შეადგენს.
წყარო: Daily Telegraph
ოფიციალურად: ეტიენ კაპუე "ტოტენჰემში” გადავიდა
"ტულუზას” 25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი კარიერას ინგლისში გააგრძელებს. "ტოტენჰემს” ფეხბურთელი დაახლოებით 11 მილიონი დაუჯდა.
წყარო: tottenhamhotspur.com
"ემიუ” ეტო’ო-სთვის ბრძოლაში ჩაერთო
"ჩელსი” და "მანჩესტერ იუნაიტედი” კამერუნელი თავდამსხმელისთვის იბრძოლებენ.
წყარო: Daily Mirror
"არსენალი” გუსტავოს შეძენის შანსს კარგავს
"ვოლფსბურგი” ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველში უფრო მეტს იხდის, ვიდრე "არსენალი”. ამიტომაც, გერმანულ კლუბს გუსტავოს ყიდვის უკეთესი შანსი აქვს.
წყარო: The Guardian
"ნაპოლი” რამის აკვირდება
"ნაპოლის” თავკაც რაფაელ ბენიტესს დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს. ახალი კანდიდატურა ამ პოზიციაზე "ვალენსიელი” ადელ რამია.
წყარო: Corriere dello Sport
"ინტერი” მომო სისოკოთი დაინტერესდა
ფეხბურთელი "ფიორენტინაში” იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ "პსჟ”-ში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერებას "ინტერი” სწორედ სისოკოთი შეეცდება.
წყარო: Corriere dello Sport
"არსენალი” მიჩუზე და ჯეკოზე გადაერთო
"არსენალი” ედინ ჯეკოს და მიჩუს ტრანსფერზე გადაერთო, რადგანაც როგორც ჩანს, ლუის სუარესის ყიდვა ვერ ხერხდება.
წყარო: Daily Mirror