გთავაზობთ 11 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.
ანჩელოტის მადრიდში დე შილიო სურს
დიდი ალბათობით ფაბიო კოენტრაო "რეალს” დატოვებს. კარლო ანჩელოტის მარცხენა მცველის პოზიციაზე "მილანის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, მატია დე შილიოს შეძენა უნდა.
წყარო: Marca
"არსენალი” გუსტავოს უახლოვდება
ლონდონელები ლუის გუსტავოს შეძენასთან ახლოს არიან. "არსენალი” მიუნჰენის "ბაიერნს” ფეხბურთელში 16 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობს.
წყარო: Daily Mirror
"მილანი” სახოს შესაძენად ემზადება
"პსჟ”-ს ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, მამადუ სახო, დიდი ალბათობით პარიზულ კლუბს დატოვებს. ფეხბურთელის შეძენით "მილანი” ინტერესდება. მსურველთა სიაში ასევე შედიან "ლივერპული” და "მონაკო”.
წყარო: L’Equipe
"ნაპოლი” შკრტელს აკვირდება
რაფაელ ბენიტესს, "ნაპოლის” ახალ თავკაცს, ძალიან მოსწონს მარტინ შკრტელი. სულ მალე იტალიელები ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებენ "ლივერპულს”.
წყარო: La Gazzetta dello Sport
"მილანი” პისაროს ვარიანტს განიხილავს
აგვისტოს ბოლომდე შესაძლოა მილანელებმა თავდამსხმელი კლაუდიო პისარო დაიმატონ, რომელიც ახლა "ბაიერნის” ღირსებას იცავს.
წყარო: Corriere dello Sport
"არსენალი” სუარესს კვირაში £160,000 სთავაზობს
ლონდონურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, ურუგვაელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება. არსენ ვენგერი სუარესს 4 წლიან კონტრაქტს და კვირაში 160,000 ფუნტ სტერლინგს სთავაზობს.
წყარო: Metro
"ვესტ ჰემი” დაუნინგის შეძენასთან ახლოსაა
"ლივერპულის” ფლანგელი ნახევარმცველი, სტიუარტ დაუნინგი, დიდი ალბათობით 7 მილიონ ფუნტად "ვესტ ჰემში” გადაბარგდება.
წყარო: Daily Star
"ტოტენჰემი” ერიკსენში და ალდერვეირელდში 17.5 მილიონს იხდის
ლონდონელები "აიაქსიდან” ორი ფეხბურთელის შეძენას ცდილობენ. ლაპარაკია კრისტიან ერიკსენზე და ტობი ალდერვეირელდზე.
წყარო: Daily Mirror
კოენტრაოს მადრიდის დატოვება სურს
ფაბიო კოენტრაო "რეალში” დარჩენას არ აპირებს. პორტუგალიელის მიმართ ინტერესს "მონაკო”, "ჩელსი” და "ტოტენჰემი” იჩენენ.