9:03 PM
დღის სატრანსფერო სიახლეები



სატრანსფერო ციებ-ცხელება გრძელდება.

- "ნაპოლის” ფორვარდ ედინსონ კავანის აგენტმა "ემიუსა” და "ჩელსის” შეატყობინა, რომ თუ მათ ურუგვაელის ხელში ჩაგდება სურთ, მაშინ ახალწვეულს კვირაში 350,000 ფუნტი სტერლინგი უნდა გადაუხადონ.

წყარო: Daily Mirror

 

 

- მომდევნო წლის ზაფხულში "პსჟ” გუნდის ახლადდანიშნული მწვრთნელის ლორან ბლანის შეცვლას ლონდონის "არსენალის” თავკაცით არსენ ვენგერით აპირებს.

წყარო: Daily Mirror

 

 

- აი "ემიუს” ახლადგამომცხვარ მენეჯერ დევიდ მოიესს კი სურს, რომ გუნდის ფორვარდი უეინ რუნი გუნდში დარჩეს. შოტლანდიელი, ვითომდა, ინგლისელის გასხვისებას არ აპირებს და მასთან დალაპარაკებას აპირებს, როდესაც ეს უკანასკნელი შვებულებიდან დაბრუნდება.

წყარო: Daily Mirror

 

 

- ამავდროულად, "ჩელსის” ხელმძღვანელებმა "ნაპოლის” განუცხადეს, რომ კავანის სანაცვლოდ 47 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდიან. შეგახსენებთ, ურუგვაელის გამოსასყიდი თანხა 63 მილიონ ევროს შეადგენს.

წყარო: Daily Star

 

 

- ამავდროულად, გუშინ "რეალის” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარდგენილმა კარლო ანჩელოტიმ ედინსონს მისი თანამემამულე და ამპლუით კოლეგა ლუის სუარესი არჩია. იტალიელის თქმით, "სამეფო კლუბს” "ლივერპულის” თავდამსხმელის ტრანსფერი უფრო ნაკლები დაუჯდება.

წყარო: Daily Star

 

 

- "ნიუკასლი” "მარსელს”, ფორვარდ ანდრე-პიერ ჟინიაკის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადებით მიმართავს, 14 მილიონი ევროს ფარგლებში. თავად ფეხბურთელი, რომელიც კლუბის მთავარ სკაუტ გრემ კარის კარგად იცნობს, მზადაა "კაჭკაჭებს” შეუერთდეს.

წყარო: Daily Mail

 

 

- სანამ მოიესი უეინ რუნისთან საუბარზე ფიქრობს, თავად ფეხბურთელი, ვითომდა, "ბარსელონაში” გადაბარგებას აპირებს, თუ "ემიუს” დატოვებას საბოლოოდ გადაწყვეტს. სწორედ ესპანეთის ჩემპიონია – №1 არჩევანი შემტევისთვის.

წყარო: The Sun

 

 

- აი კატალონიელების ახალგაზრდა ფორვარდი კი, ხერარდ დეულოფეუ, შესაძლოა "ლივერპულში” ან "ტოტენჰემში” აღმოჩნდეს. თუმცა, ორივეს ფეხბურთელის არენდის წესით აყვანა სურს, რადგან ნეიმარის "ბლაუგრანაში” მისვლით, სათამაშო დროის მიღება უფრო რთული იქნება.

წყარო: Daily Mail

 

 

- დორტმუნდის "ბორუსიამ” დონეცკის "შახტარს”, ნახევარმცველ გენრიხ მხითარიანის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადებით მიმართა, რაც ადგილობრივ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ჩემპიონის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმაც დაადასტურა. გერმანული კლუბი მზადაა 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაშინ, როდესაც მეორე მხარე 30 მილიონს ითხოვს.

წყარო: Bild

 

 

- ლონდონის "არსენალი” ფრანგული "ავრის” მცველ ბენჯამინ მენდის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. თუმცა, 18-წლის უკანახაზელის ხელში ჩაგდების წინააღმდეგი არაა ტურინის "იუვენტუსიც”.

წყარო: Evening Standard

 

 

- "ბარსელონას” ფორვარდი ალექსის სანჩესი შესაძლოა "რომას” მცველ მარკინიოსის ტრანსფერის ნაწილად იქცეს, რომლის თვისებებსაც კატალონიელების ბანაკში დიდად აფასებენ.

წყარო: Mundo Deportivo

 

 

- ამავე გამოცემა ირწმუნება, რომ "მალაგა” და მადრიდის "ატლეტიკო” ბოიან კრკიჩის არენდით აყვანას გეგმავენ. ეს უკანასკნელი "კამპ ნოუს” ბინადრების გეგმებში კვლავაც არ შედის.

წყარო: Mundo Deportivo

 

 

- "მან სიტის” ფორვარდ კარლოს ტევესის, რომელიც "იუვენტუსში” გადავიდა, ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლის წაგების შემდეგ, "მილანი” მოსკოვის "ცსკა”-ს შემტევი ნახევარმცველის კეისუკე ჰონდასა და მადრიდის "რეალის” პლეიმეიკერ რიკარდო კაკას შეძენას გეგმავს.

წყარო: La Gazzetta dello Sport

 

 

- "ინტერი” "მან სიტის” მცველ მიკა რიჩარდსში ანდრეა რანოკიას შემცვლელს ხედავს, თუ ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, "ჯუზეპე მეაცას” დატოვებს.

წყარო: La Gazzetta dello Sport

 

 

- "ტოტენჰემმა” შესაძლოა "კორინთიანსის” ნახევარმცველ პაულინიოსთვის ბრძოლა "რეალთან” დათმოს, რომლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმაც კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერისთვის 23,5 მილიონი ევრო გაამზადა.

წყარო: The Times

 

 

- ამავდროულად, "რეალი”, რომელიც ჯერჯერობით კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ახერხებს, ფორვარდის დაბრუნებასთან დაკავშირებით, "ემიუს” შეტევების მოგერიებას აგრძელებს. ამჯერად, მანიკუნიანელებმა ძალიან საინტერესო ხრიკი შეიმუშავეს – ისინი მზად არიან თავად ფეხბურთელს 50 მილიონი ევრო შესთავაზონ იმისათვის, რათა მან "სამეფო კლუბთან” მომავალ ზაფხულს კონტრაქტი გაწყვიტოს, მის დასრულებამდე ერთი წლით ადრე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია პორტუგალიელი ამ შეთავაზებას დათანხმდეს და თავისი ფინანსური მოთხოვნილებებიც დააკმაყოფილოს.

წყარო: El Pais

 

 

- "ბაიერნის” თავდამსხმელი მარიო გომესი "ფიორენტინაში” გადაბარგებასთან ახლოსაა. სავარაუდოდ, გერმანელი "იებთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყარო: Sky

 

 

- დორტმუნდის "ბორუსიამ” "ჰოფენჰაიმს”, თავდამსხმელ კევინ ფოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადებით მიმართა, 12 მილიონი ევროს ფარგლებში. გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა გასულ სეზონში მეტოქეთა კარი ექვსჯერ აიღო.

წყარო: 1899.me

ნანახია: 269 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: