11:13 PM
დღის სატრანსფერო სიახლეები


სატრანსფერო ციებ-ცხელება გრძელდება.

"რეალმა” ისკო გაიფორმა
ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა” ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი შეიძინა. ისკო ფლორენტინო პერესს 30 მილიონი ევრო დაუჯდა. ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება მომავალ კვირაში გაკეთდება, ფეხბურთელის პრეზენტაცია კი ივლისში შედგება.

წყარო: AS, Marca

ანჩელოტი "რეალს” დღეს ჩაიბარებს
კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალის” მწვრთნელი ოფიციალურად დღეს გახდება. ფრანგულ "პსჟ”-ს კი დიდი ალბათობით ლორენ ბლანი უთავკაცებს.

წყარო: AS, Marca, L’equipe

"რეალი” გიუნდოგანის შეძენას ამ ზაფხულს შეეცდება
"სამეფო კლუბი” დორტმუნდის "ბორუსიადან” ილქაი გიუნდოგანის შეძენას ამ ზაფხულს შეეცდება. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები გერმანელ ნახევარმცველს მომავალ სეზონში იყიდდნენ, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. გიუნდოგანის ხილვა ძალიან სურს "რეალის” ახალ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის.

წყარო: Marca

"მანჩესტერ იუნაიტედი” რონალდუს ნაცვლად ლევანდოვსკის ყიდვას შეეცდება
იმ შემთხვევაში, თუ მანჩესტერელებს პორტუგალიელი ვარსკვლავის დაბრუნება არ გამოუვათ, ისინი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე გადაერთვებიან.

წყარო: Daily Telegraph

რუნი მოესს შეხვდება
უეინ რუნი "წითელი ეშმაკუნების” ახალ თავკაცს შეხვდება, რათა თავისი მომავალი განიხილოს.

წყარო: Daily Mirror

"ტოტენჰემმა” პაულინიოს ტრანსფერი 17 მილიონად შეათანხმა
"დეზებმა” ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი, პაულინიო, 17 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ფეხბურთელი ანდრე ვილაშ-ბოაშის პირველი საზაფხულო შენაძენი გახდება.

წყარო: Daily Mail

"ლივერპულმა” მინიოლე გაიფორმა
"ლივერპულმა” "სანდერლენდის” მეკარე სიმონ მინიოლე გაიფორმა 10 მილიონად.

წყარო: Sky Sports

ბლანი "პსჟს” მწვრთნელი იქნება
კარლო ანჩელოტის ფრანგი სპეციალისტი, ლორან ბლანი შეცვლის.

წყარო: beIN SPORT

"მანჩესტერ იუნაიტედი” ტიაგო ალკანტარას ტრანსფერზე მუშაობს
მანჩესტერელებმა ფეხბურთელს იმხელა ხელფასი შესთავაზეს, რამდენიც ჩავის და ინიესტას აქვთ "ბარსელონაში”. ასევე, ტიაგოს გარანტირებული ადგილი ექნება მოიესის თერთმეტეულში.

წყარო: AS

ნანახია: 307 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: