3:44 PM
დღეს, ვლადიმირ გუცაევს 60 წელი შეუსრულდა




დღეს,21 დეკემბერს,თბილისის "დინამოს" ყოფილ თავდამსხმელს,რუსული კლუბის "ალანიის" ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს ვლადიმირ გუცაევს 60 წელი შეუსრულდა.

1981 წელს,თბილისის "დინამოსთან" ერთად გუცაევმა თასების მფლობელთა თასი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე სრულიად დამსახურებულადაც გახდა.

1976 წელს,რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გუცაევმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო,ორი წლის შემდეგ კი თბილისის "დინამოსთან" ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა.

1996 წელს,მან სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 21-წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნით დაიწყო.ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდა,სადაც 1999 წლის აპრილამდე მუშაობდა.საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ,მან "ალანია" ჩაიბარა,სადაც 2000-წლის ბოლომდე იმუშავა.

 
ნანახია: 259 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: