2:16 PM დესტრო: “არ ვიცი, როდის დავბრუნდები მოედანზე” | |
![]() "რომას” ფორვარდი კვლავ ლაზარეთშია. მატიას მუხლქვეშა მყესებთან დაკავშირებული გამუდმებული პრობლემები აწუხებს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, ფეხბურთელის მდგომარეობა უფრო გაუარესდა. "ფეხბურთის გარეშე დარჩენა ძალიან რთულია. აღდგენით პროცესებს გავდივარ, მაგრამ, არ ვიცი, როდის დავბრუნდები. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში. მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია, რადგან მუხლისგან შეიძლება ყველაფერს ელოდო”, – აცხადებს ფეხბურთელი. "რომა” კარგ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ამ მომენტში კონკრეტული მიზნების დასახვა არ ღირს”. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |