დღეს, 22:45 საათზე, მილანში "დერბი დელა მადონინა” გაიმართება. მინდა, ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი სტატია შემოგთავაზოთ...
შეხვედრა ორ მილანურ გუნდს შორის – მოვლენა, რომელიც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს გულშემატკივრებში, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რომელიმე კლუბი. ეს უძველესი დაპირისპირებაა იტალიაში და დიდ ტრადიციებს ატარებს. დღესდღეობით "ინტერი" მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "მილანს" 8 ქულით ჩამორჩება. ამ სტატიაში მინდა ისტორიას გადავავლოთ თვალი და რამდენიმე მატჩი გავიხსენოთ, სადაც გაცილებით დაძაბული სიტუაცია იყო სატურნირო მდგომარეობაში.
24 მარტი, 1951 წელი, 29-ე ტური
ქულთა რაოდენობა მატჩის წინ: "მილანი”– 48, "ინტერი”– 45
"ინტერი” 0:1 "მილანი”
გოლი: ნორდალი, 8.
შემადგენლობები:
"ინტერი”: ფრანცოზი, ჯაკომაცი, პადულაცი, მილოლი, ჯოვანინი, აკილი, არმანო, უილკესი, ლორენცი, სკოგლუნდი, ნერში.
მწვრთნელი: ოლივიერი.
"მილანი: ბუფონი, სილვესტრი, ბონომი, ანოვაცი, ტონონი, დე გრანდი, რენოსტო, გრენი, ნორდალი, ლიდჰოლმი, ბურინი.
მწვრთნელი: შაიზლერი.
"ინტერი” ახალგაზრდა ალდო ოლივიერის მწვრთნელობის დროს ზამთრიც ჩემპიონი გახდა და პირველ წრეში საშინაო დერბიც კი მოიგო ანგარიშით- 3:2. გუნდი, რომლის წამყვანი ფეხბურთელებიც უცხოელები გახლდათ: ჰოლანდიელი ფაას უილკესი, უნგრელი იშტვან ნერში, შვედი ლენარტ სკოგლუნდი,- დამაჯერებლად ლიდერობდა ჩემპიონატში, მაგრამ ზამთარში პოზიციების დათმობა მოუწია. კერძოდ- მოულოდნელად დამარცხდა "კომოსთან” და "ტრიესტინესთან”. ამ ყველაფრით მდევარმა "მილანმა” კარგად ისარგებლა და საბოლოოდ მილანურ დერბის წინ ტურნირის სათავეში "როსონერი” მოექცა და "ინტერს” 3 ქულით უსწრებდა.
ჩემპიონების პრეტენდენტები სპექტაკლს ელოდნენ, თუმცა მატჩი მათთვის გულდასაწყვეტი გამოდგა. "ინტერს” უკვე პირველ წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ნერშის დარტყმას ბუფონმა ჩინებულად გაართვა თავი, ხოლო საპასუხო კონტრშეტევაზე "ნერაძურიმ” გოლი მიიღო საკუთარ კარში. თავი ნორდალმა გამოიჩინა და დაპირისპირების ბედიც გადაწყვიტა. შეხვედრის შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბრერამ აღნიშნა: მილანმა უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ ჩემპიონის თამაში ვერ აჩვენაო.
შედეგად ლაიოშ შაიზლერის შეგირდებმა 5 ქულით ჩამოიტოვეს "ინტერი” და არც დარჩენილ 10 მატჩში გაუშვიათ ხელიდან ლიდერობა. ისიც მართალია, რომ "ნერაძური” 1 ქულითაც მიუახლოვდა ლიდერს, თუმცა გადასწრება ვერ მოახერხა. იმ წელს "მილანის” ტიფოზების სასიხარულოდ ჩემპიონი მათი საყვარელი გუნდი გახდა. ასე მოიგო "როსონერიმ” პირველი ტიტული 44 წლის განმავლობაში და მეოთხე-ისტორიის მანძილზე.
4 თებერვალი, 1962 წელი, 24-ე ტური.
მატჩის წინ ქულათა რაოდენობა: "ინტერი”– 34, "მილანი”– 34
"მილანი” 0:2 "ინტერი”
გოლები: მორბელო, 44, სუარესი, 85
შემადგენლობები:
"მილანი”: გეცი, დავიდი, სალვატორე, ტრაპატონი, ჩეზარე მალდინი, რადიჩე, დანოვა, სანი, ალტაფინი, პელაგალი, რივერა.
მწვრთნელი: როკო
"ინტერი: ბუფონი, ბიკერაი, დელაჯოვანა, ბოლკი, გუარნერი, ბალერი, ბიჩიკლი, სუარესი, ჰიტჩენსი, კორსო, მორბელო.
მწვრთნელი: ერერა.
გაძევება: სანი, 67.
თერთმეტი წლის შემდეგ მილანური კლუბები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სკუდეტოსთვის. ამჯერად ეს არ იყო მხოლოდ, მოედანზე ბრძოლა ორ გუნდს შორის, არამედ- ორი უდიდესი მწვრთნელის ჯახი – როკოს და ერერას. "ნერაძური” სეზონის დაწყებამდე ლუისიტო სუარესმა გააძლიერა, რომელიც "ბარსელონადან” გადმოვიდა. "ინტერი” ცალსახად ლიდერობდა ჩემპიონატის პირველ წრეში, მაგრამ 1962 წლის დასაწყისში "მილანმა” მაინც შეძლო ლიდერთან დაწევა და ამ დერბს ორივე გუნდი თანაბარი 34-34 ქულებით შეხვდა. (ქულათა იგივე რაოდენობა ჰქონდა "ფიორენტინასაც”).
ერერამ იდეალური ტაქტიკა აირჩია. მისმა შეგირდებმა ინიციატივა მოწინააღმდეგეს დაუთმეს, თავად კი შესანიშნავად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებიდანაც ქმნიდნენ საკმაოდ ბევრ ხიფათს. მაურო ბიჩიკლიმ ნამდვილად სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რომელმაც ჩინებულად ჩაუკეტა ყველა სივრცე დინო სანის და მეორე ტაიმში წითელი ბარათიც მიაღებინა მას. "ლურჯ-შავები” პირველი ტაიმის მიწურულს გავიდნენ წინ. ბალერიმ, დანოვას აართვა ბურთი და მოედნის მარცხენა ფლანგზე გადაიტანა, სადაც მორბელო იდგა, ამ უკანასკნელმა მალდინის აუარა გვერდი, მიუახლოვდა მეკარე გეცის და თავზე გადაუგდო ბურთი. ამ მომენტისთვის მასპინძლები უკვე რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ- მე-8 წუთზე რადიჩემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.
83-ე წუთზე "მილანს” ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ "ამბოხება” ბუფონმა ჩაახშო, მოიგერია რა ალტაფინის დარტყმა, რომელიც 11 მეტრიდან შესრულდა და სწორედ აქ დაიღუპა როკოს გუნდი. შეტევაში წასულმა "მილანმა” კვლავ გაუშვა გოლი. მალდინიმ საკუთარ საჯარიმო მოედანთან ახლოს დაკარგა ბურთი, ჰიტჩენსმა კორსოს გადააწოდა, ამ დროს საჯარიმოში სუარესი შეიჭრა და მეტოქის კარიც დალაშქრა. "მომილოცავს, დღეს მხოლოდ თქვენი გუნდი თამაშობდა ფეხბურთს”. – უთხრა როკომ ერერას საფინალო სასტვენის შემდეგ.
"ინტერი” პირველ ადგილზე გადავიდა, რადგან "იებმა” (ავტორის შენიშვნა: "იები”- "ფიორენტინა) "ფრედ ითამაშეს "კატანიასთან”. მაგრამ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, "ინტერმა” სეზონის ბოლოს მაინც მეორე ადგილი დაისაკუთრა. "მილანმა” საოცარი სერია ჩაატარა, გაიმარჯვა რა ზედიზედ 8 შეხვედრაში, "ნერაძური” კი წლის ბოლოს ძალიან გადაღლილი გახლდათ- ერერას დატვირთებისდა გამო. საბოლოოდ "მილანმა” მეზობელ გუნდს 5 ქულით გაუსწრო და სკუდეტოსაც დაეუფლა.
28 მარტი, 1965 წელი, 26-ე ტური.
მატჩის წინ ქულათა რაოდენობა: "მილანი”– 41, "ნტერი”– 38
"ინტერი” 5:2 "მილანი”
გოლები: ჯაირი, 5, დომენგინი, 68, კორსო, 72, მაცოლა, 80, 84 – ამარილდო, 17, 75.
შემადგენლობები:
"ინტერი”: სარტი, ბურნიჩი, ფაკეტი, ბედინი, გუარნერი, პიკი, ჟაირი, მაცოლა, დომენგინი, სუარესი, კორსო.
მწვრთნელი: ერერა.
"მილანი”: ბარლუცი, ნოლეტი, პელაგალი, ბენიტესი, ჩეზარე მალდინი, ტრაპატონი, მორა, რივერა, ალტაფინი, ამარილდო, ლოდეტი.
მწვრთნელი: ლიდჰოლმი.
გაძევება: ბენიტესი, 36.
გავიდა სამი სეზონი და ერერას შესაძლებლობა მიეცა 1962 წლისთვის შური ეძია. 19 ტურის შემდეგ "როსონერი” მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობდა "ინტერთან” შედარებით- ისინი 7 ქულით იყვნენ წინ და პირველი დერბიც მოგებული ჰქონდათ გამანადგურებელი ანგარიშით 3:0. თებერვალში გუნდს ჟოზე ალფატინი დაუბრუნდა, რომელიც ტექნიკურ დირექტორ ვიანისთან კონფლიქტის შემდგომ წასული იყო კლუბიდან. ამის შემდგომ ცხადია ყველას ეგონა, რომ "მილანი” უპრობლემოდ გახდებოდა იტალიის ჩემპიონი. მაგრამ, სანამ ბრაზილიელი ფრომაში ჩადგა "როსონერიმ” საკმაოდ ბევრი ქულა დაკარგა და საპასუხო დერბის წინ "ინტერს” მხოლოდ 3 ქულითღა უსწრებდა.
გასაკვირი არაა, რომ ლიდჰოლმის გუნდმა სამარცხვინოდ წააგო –მოწინააღმდეგე სრულიად თავისუფლად თამაშობდა. კორსოს სწრაფ გოლს ამარილდომ უპასუხა, მაგრამ ჯერ კიდევ შესვენებამდე სუარესის წაქცევისთვის მოედნიდან ბოლივიელი ბენიტესი გააძევეს და "როსონერიც” სწორედ აქ დაეცა. "ინტერის” ფეხბურთელებმა სრულიად მოშალეს მეტოქის კარი და კიდევ 4 გოლი გაიტანეს.
1 კვირაში ერერას გუნდი "მეზობელს” (ავტორის შენიშვნა: მეზობელი-”მილანი”) დაეწია. 31-ე ტურში "მილანმა” ლიდერობის დაბრუნება მოახერხა. თუმცა რომში წაბორწიკებით "ინტერმა” ისარგებლა და შემდეგ სეზონის ბოლომდე არ დაუთმია პირველი ადგილი.
7 მარტი, 1971 წელი, 20-ე ტური.
მატჩის წინ ქულათა რაოდენობა: "მილანი”– 30, "ინტერი”– 27
"ინტერი” 2:0 "მილანი”
გოლები: კორსო, 12, მაცოლა, 32.
შემადგენლობები:
"ინტერი”: ვიერი, ბელუჯი, ფაკეტი, ბედინი, ჯუბერტონი, ბურნიჩი, ჟაირი, ბერტინი, ბონინსენია, მაცოლა, კორსო.
მწვრთნელი: ინვერნიცი.
"მილანი”: კუდიჩინი, ანკვილეტი, როზატო, მალდერა, შნელინგერი, ბიაზიოლო, რონონი, ბენეტი, ვილა, რივერა, პრატი.
მწვრთნელი: როკო.
1970/71 წლების სეზონში ისტორია განმეორდა.”მილანი” კვლავ უსწრებდა "მეზობელს”, კვლავ წააგო, უფრო მეტიც- გოლები კვლავ მაცოლამ და კორსომ გაიტანეს.
"როსონერიმ”, რომელსაც ისევ როკო წვრთნიდა, ჩემპიონატის პირველი წრე უბრალოდ შესანიშნავად ჩაატარა – გუნდს ერთხელაც არ წაუგია, გაანადგურა მოქმედი ჩემპიონი "კალიარი” სარდინიაში, ანგარიშით 4:0 და დამაჯერებლად მოუგო "დერბი დელა მადონინა” "ინტერნაციონალეს”. მათი წაუგებელი სერია ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდა. მომავალი დერბის წინ როკოს გუნდი ჯერ კიდევ დაუმარცხებელი გახლდათ და რასაკვირველია ფავორიტადაც ისინი ითვლებოდნენ.
მაგრამ… ახალგაზრდა ინვერნიცის თავკაცობით "ინტერმა” გამართა ისეთი შეხვედრა, რომელმაც სეზონის კურსი სრულიად შეცვალა.
"მილანი” მოედანზე ძალან მშვიდი განწყობით გამოვიდა. მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე და ამისთვის პირველივე ტაიმში დაისაჯნენ. მე-10 წუთზე ბონინსენიამ კარგად დაარტყა კარის მიმართულებით, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ კორსოს დარტყმის შემდეგ ბურთი კუდიჩინის კარის ბადეში აღმოჩნდა. იგივე კორსომ მიიღო მონაწილეობა მეორე საგოლე შეტევაშიც, რომელიც მაცოლამ დააგვირგვინა.
ორი კვირის შემდეგ "ინტერი” "როსონერის” დაეწია, და წინ გასვლაც კი მოახერხა, როცა "მილანმა” მოულოდნელად წააგო "”ვარეზესთან”. "ნერაძურიმ” კვლავ აიღო სკუდეტო და მდევარი 4 ქულით ჩამპოიტოვა. რობერტო ბონინსენია ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 5 ბურთით მეტი გაიტანა, ვიდრე მისმა კონკურენტმა "მილანიდან” – პიერინო პრატიმ.
10 აპრილი, 1993 წელი, 27-ე ტური.
მატჩის წინ ქულათა რაოდენობა: "მილანი”– 42, "ნტერი”– 35
"ინტერი” 1:1 "მილანი”
გოლები: ბერტი, 44 – გულიტი, 83.
შემადგენლობები:
"ინტერი”: ძენგა, ბერგომი, დე აგოსტინი, ბერტი, პაგანინი, ბატისტინი, ორლანდო(ტაკოლა, 55), მანიკონე, სკილაჩი, შალიმოვი, სოსა.
მწვრთნელი: ბანიოლი.
"მილანი”: როსი, ტასოტი(ნავა, 27), პაოლო მალდინი, ალბერტინი, კოსტაკურტა, ბარეზი, ლენტინი, რაიკაარდი, პაპენი(მასარო, 63), გულიტი, ერანო.
მწვრთნელი: კაპელო.
"დაცვაში დაშვებული ერთადერთი შეცდომა გაშვებულ გოლად დაგვიჯდა”, – განაცხადა მატჩის შემდგომ ნიკოლა ბერტიმ, სებასტიან როსის კარში გატანილი გოლის ავტორმა. 1992/93 წლების სეზონის 27-ე ტურში "მილანთან” ფრით, "ინტერმა” ლიდერთან ჩამორჩენის შემცირების შანსი დაკარგა. იმ დროისთვის გუნდებს შორის სხვაობა 7 ქულას წარმოადგენდა. ფინიშამდე "ნერაძურიმ” 3 ქულამდე ჩამოიყვანა ეს ციფრი, მაგრამ სკუდეტო მაინც ფაბიო კაპელოს გუნდს დარჩა.
"ინტერმა” შეხვედრის პირველი ტაიმი მართლაც უკეთ ჩაატარა და დამსახურებულადაც გავიდა წინ. მეორე ტაიმში სიტუაცია აბსოლიტურად შეიცვალა. ინიციატივა ხელში "მასპინძლებმა” (ავტორის შენიშვნა- ორივე გუნდი ერთ არენაზე ატარებს შეხვედრებს, ამიტომ მასპინძელი სიმბოლურია) აიღეს და საბოლოოდ მატჩი ფრედ დაასრულეს.
მატჩის შემდეგ La Gazzetta dello Sport-მა დაწერა: "გულიტმა შეაჩერა ინტერი და სკუდეტოც აიღო”. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვან ბასტენის ტრავმის შემდეგ თავისი ახალგაზრდობის წლები გაიხსენა და საკუთარი საუკეთესო ფორმა ყველას დაანახა. სწორედ მან შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი "მილანის” ჩემპიონობაში.