10:33 PM დენილსონისა და “არსენალის” გზები გაიყარა | |
![]() კლუბმა და ფეხბურთელმა, ორმხრივი შეთანხმების ხარჯზე, კონტრაქტი გაწყვიტეს. "შემიძლია დავადასტურო, რომ დენილსონი და "არსენალი” ხელშეკრულების ამ თვის ბოლოს გაწყვეტაზე შეთანხმდნენ”, – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი ალექსანდრ სოარესი. "დენილსონს სხვა რომელიმე ნებისმიერ კლუბში გადაბარგება სურს. მისი პერსონის მიმართ ინტერესი ნაკლებობას არ განიცდის”. "კონკრეტული კლუბების სახელებს არ დავასახელებ, თუმცა ჩემი კლიენტის მიმართ ინტერესს ბრაზილიიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან იჩენენ”. "როდესაც კონკრეტული შემოთავაზება მოგვივა, მაშინვე განვიხილავთ ამ წინადადებას და გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – დაასრულა დენილსონის წარმომადგენელმა. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |