5:22 PM
დემიკელისი – “მანჩესტერ სიტის” სათადარიგო ვარიანტი



გამოცდილმა არგენტინელმა შესაძლოა ინგლისის ვიცე-ჩემპიონის რიგები შეავსოს.

ცოტა ხნის წინ, "მანჩესტერ სიტის” ახალმა თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ მოახლოებული სეზონის დაწყების წინ, კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენაზე უარს არ იტყოდა, რადგან სერბი მატია ნასტასიჩი წინასასეზონო მზადებისას დაშავდა და იძულებული იქნება ლაზარეთში მინიმუმ თვენახევარი გაატაროს.

ადრე შეგატყობინეთ, რომ "ქალაქელები” მზად იყვნენ "რეალისთვის” პორტუგალიელი პეპეს სანაცვლოდ დიდი თანხა გადაეხადათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად "მანჩესტერ სიტი” ეკონომ-ვარიანტზე დაფიქრდებიან, გამოცდილი არგენტინელის, მარტინ დემიკელისის სახით. ეს უკანასკნელი, შეგახსენებთ, გასულ სეზონში სწორედ პელეგრინისთან ერთად მუშაობდა "მალაგაში”.

ივნისის თვეში თავისუფალი სტატუსის მქონე დემიჩელისმა მადრიდის "ატლეტიკოსთან” გააფორმა კონტრაქტი, თუმცა მადრიდელები წინააღმდეგნი არ არიან მცველი "ნისლიან ალბიონზე” გაყიდონ. ეს ტრანსფერი ინგლისის ვიცე-ჩემპიონს არც თუ ისე ძვირი დაუჯდება – მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დიალოგი სამი მილიონი ევროს ფარგლებში გაიმართება.

წყარო: Marca

ნანახია: 322 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: