11:29 AM
დემეტრაძე გაათავისუფლეს !!!



საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე დღეს ციხიდან გაანთავისუფლეს, იტყობინება InterPressNews.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, 36-წლის ყოფილი ქართველი ფეხბურთელი პოლიტპატიმრის სტატუსით გაანთავისუფლეს.

"მე ძალიან გახარებული ვარ. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ავადმყოფი და უკანონოდ დაჭერილი მალე თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ჩემს დაპატიმრებას, დღემდე ვერ გამიგია, რისთვის დამიჭირეს და ციხეში ჩამსვეს",-აცხადებს დემეტრაძე.

შეგახსენებთ, რომ 2011-წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ პოლიტპატიმრად გამოაცხადეს.

საპატიმროდან გამოსულ დემეტრაძეს ციხის მისადგომებთან ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემტკივრები დახვდნენ. საკუთარი ემოციების შესახებ მათ allsport-თან ისაუბრეს:

ანი მანაგაძე (დემეტრაძის დისშვილი): მთელი ოჯახი გახარებული ვართ, როგორც იქნა სიმართლემ იზეიმა. გიორგი ძალიან კარგი ადამიანი ის ჩემთვის ბიძა კი არა
უფრო ძმაა."

ლევან ცქიტიშვილი (ვეტერანი ფეხბურთელი):"მნიშვნელოვანი დღეა დემეტრაძეს ათავისუფლებენ, რაც იყო იყო, მათავარია, რომ "დემე" დღეიდან ჩვენთან იქნება."

ბასა ბუაჩიძე ("ქომაგების" ხელმძღვანელი): "მთელი ორი წლის მანძილზე ვგულშემატკივრობდით დემეტრაძეს, ქართულ ფეხბურთში მან თავის სიტყვა თქვა და გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე, "დემემ" საქართველოს სახელი ევროპაში ღირსეულად წარმოაჩინა."

ოთარ მამასახლისი (დემეტრაძის მეგობარი): "დღეს მნიშვნელოვანი დღეა. 2 წლიანი უასამრთლობა დასრულდა და სასიხარულოა, რომ "დემე" ძველით ახალ წელს სახლში შეხვდება."

განთვისუფლებული ვეტერანი ფეხბურთელი ძველით ახალ წელს ოჯახთან და მეგობრებთნ ერთდ გაატარებს, დაისვენებს და დაკარგული დროის ანაზღაურებას ეცდება.

საკუთარ პროფესიონალურ კარიერაში დემეტრაძეს ჰოლანდიურ "ფეინოორდში", ესპანურ "რეალ სოსიედადში" და სამ უკრაინულ კლუბში "დინამოში", "არსენალსა" და "მეტალურგში" უასპარეზია.

რუსეთში "დემემ" რამოდენიმე სეზონი გაატარა "ალანიაში" და 1999-წელს გახდა რუსეთის ჩემპიონატის ბომბარდირი, ასევე გარკვეული დროის მანძილზე იგი მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებასაც იცავდა. 2009-წელს კი აზერბაიჯანული "ბაქოს" დატოვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ცხინვალის "სპარტაკის" რიგებში რამოდენიმე მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დემეტრაძემ 56 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 339 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: