12:33 PM
დემბელე "არსენალთან" ვერ ითამაშებს



"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, მუსა დემბელე, შაბათს გასამართ მატჩში, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ბელგიელს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება.

"დემბელე ამ მატჩისთვის არ ემზადება. მისი თამაში "არსენალის" წინააღმდეგ გამორიცხულია," - ამბობს "მამლების" მთავაი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ - ბოაში.

"რაც შეეხება დეფოსა და ლენონს ისინი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. ჩვენ მათ დავაკვირდებით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყტება ითამაშებენ თუ არა ისინი შაბათს," - დაასრულა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: დემბელე არსენალთან ვერ ითამაშებს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: