12:26 PM
დელ ბოსკე მიჩუს აკვირდება



ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე პრემიერ ლიგის "ევერტონი" "სუონსის" მატჩს დაესწრო.

ინგლისში ესპანელთა მენტორი იმისათვის ჩაფრინდა, რათა "სუონსის" თავდამსხმელის მიჩუს თამაშს თვალყური ედევნებინა. საბოლოოდ ეს მატჩი "გუდისონ პარკზე" უგოლო ფრით დასრულდა.

დელ ბოსკე, როგორც ესპანური პრესა იტყობინება, მიჩუს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახებს, რომელიც თებერვალში შედგება და "ფურია როხა" ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "სუონსის" ფორვარდმა საკუთარი გუნდის მაისური პრემიერ ლიგის 21 მატჩში მოირგო და 13 გოლი გაიტანა.
ნანახია: 264 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: