9:20 PM
დელ ბოსკე "ინგლისელი ესპანელებით" კმაყოფილია



"ფურია როხას" მთავარი მწვრთნელი პრემიერ ლიგის მატჩებს დაესწრო.

ვისენტე დელ ბოსკემ "ევერტონისა" და "სუონსის" მატჩს თვალყური ადევნა, სადაც ესპანელი ნახევარმცველის მიჩუს თამაშს აკვირდებოდა. ამის შემდეგ კი "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩს დაესწრო.

"ის, რომ ესპანელი ფეხბურთელები ისეთ ძლიერ ჩემპიონატში, როგორიც ინგლისის ტურნირია, ასე წარმატებულად ასპარეზობს ძალიან ბევრ სასიკეთოზე მიუთითებს. კმაყოფილი ვარ, რაც ინგლისში ვნახე. ვფიქრობ, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს სხვა ჩემპიონატების "ლეგიონერებიც" დიდ წარმატებას მოუტანენ",-განაცხადა დელ ბოსკემ.
 
ნანახია: 293 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: