5:03 PM
დელ ბოსკე: “ბრაზილია მხოლოდ ნეიმარი არაა”



ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კონფედერაციის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრის დაწყების წინ, საკუთარი აზრი გაგვიზიარა.

"ვფიქრობ, კონფედერაციის თასმა ყველა მოლოდინი გაამართლა. ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა და კარგი ფეხბურთი ვიხილეთ”.

"ბრაზილია მხოლოდ ნეიმარი არაა, "სელესაოს” ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, რომელიც თანამედროვე სტილში თამაშობს. ბრაზილიელები ყველა პოზიციაზე შესანიშნავი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი”.

"ფინალში ძალიან ფრთხილად ვიქნებით, გამბედაობით, სიმამაცით ვითამაშებთ და ყოველგვარი შიშის გარეშე”.

"მოწინააღმდეგე უნდა დავაფასოთ, თუმცა არც ჩვენი უნიკალურობა არ უნდა დავკარგოთ და ჩვენივე თამაში ვითამაშოთ”, – განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.

წყარო: AS

ნანახია: 329 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: