11:47 PM
დე შილიოს ოპერაცია ჩაუტარდება



მასიმილიანო ალეგრის გუნდი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე რჩება.

არსებული ინფორმაციის თანახმად, მატია დე შილიო, რომელმაც მუხლის დაზიანების გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო, იძულებულია ოპერაცია გაიკეთოს.

20 წლის მცველის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა "როსონერის” დახმარება მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში, დე შილიომ იტალიის ჩემპიონატში "მილანის” მაისურით 27 მატჩის ჩატარება მოასწრო.

წყარო: Football Italy

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: