11:28 AM დე შილიო “მილანს” არ დატოვებს | |
![]() მცველის შეძენით ფრანგული კლუბები არიან დაინტერესებულნი. ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ცნობით, მატია დე შილიო "პსჟ”-სა და "მონაკოს” ინტერესების სფეროში შედის, რომლებიც მზად არიან "როსონერის” ხელმძღვანელობას, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადებით მიმართონ. ამავდროულად, წყარო იუწყება: იტალიურ კლუბში დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომ ფრანგული კლუბები დე შილიოთი ნამდვილად ინტერესდებიან, თუმცა, მათი განცხადებით, 20-წლის ტალანტი ამ ზაფხულს "სან სიროს” არ დატოვებს. წყარო: RMC | |
|
სულ კომენტარები: 0 | |