ნეაპოლიტანელთა პირველი გოლკიპერის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების ზღვარზეა.
მოგეხსენებათ, დე სანკტისი ამ გუნდში 2009 წლიდან ირიცხება. მან აქ გადმობარგებისთანავე დაიმკვიდრა ბაზაზე ადგილი. ახლა, კი "ნაპოლის" გამოცდილ კარის დარაჯთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა.
"მალე მორგანი იტალიელებთან გაახანგრძლივებს. მე ამაზე უკვე ვესაუბრე აურელიო დე ლაურენტისს."-აცხადებს ფეხბურთელის მენჯერი ფედერიკო პასტორელო.
"მე მჯერა, რომ ეს გარიგება ორივე მხარისათვის ძალიან სასარგებლო იქნება. მეკარეს კონტრაქტის განახგრძლივება და ნეაპოლში კარიერის დასრულება სურს. კლუბი ასევე კმაყოფილია მისი თამაშით. დე სანკტისი, ნეაპოლიტანელთა სიმბოლო გახდება."-განაცხადა პასტორელომ "II Mattino"-სთან მიცემულ ინტერვიუში.