11:30 PM
დე როსის "მანჩესტერ სიტიში" ელიან




"რომას" ნახევარმცველს, როგორც გასულ ზაფხულს, ახლაც ნისლიან ალბიონზე გზავნიან. "მანჩესტერ სიტის" ფიზმომზადების მწვრთნელმა, ივან კარმინატიმ, პრესას განუცხადა, "ქალაქელთა" რიგებში დე როსის ნახვა მინდაო. მოგეხსენებათ, იტალიელით რობერტო მანჩინიცაა დაინტერესებული.

"რა თქმა უნდა, ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის, თუმცა შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, "მანჩესტერ სიტი" ტოპ-კლუბია, რომელსაც მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ხილვა სურს თავის შემადგენლობაში. ეჭვგარეშეა, დე როსი სწორედ ასეთია", - ამბობს კარმინატი.

სპეციალისტმა მარიო ბალოტელის სიტუაციაზეც ისაუბრა. მოსალოდნელია, რომ თავდამსხმელმა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს კლუბი.

"ბალოტელი შესანიშნავად იხარჯება ვარჯიშებზე, მანჩინის განკარგულებაში უამრავი კარგი ფეხბურთელია, რომელთაგანაც რობერტოს შეუძლია ამორჩევა. ვიცი, რომ მარიო თავს კომფორტულად გრძნობს აქ".
 
ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: