10:15 PM დე ლაურენტისი ლამელასა და მარკინიოსში 40 მილიონს იხდიდა | |
![]() "ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ "რომას” ორი ფეხბურთელის შესაძენად 40 მილიონი ევრო გამოყო. "პირდაპირ Unicredit-ს [იტალიური ბანკი, რომელიც "რომას" აქციების ნაწილს ფლობს] დავუკავშირდი და ლამელასა და მარკინიოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შევთავაზე”. "ბანკმა ამ ფეხბურთელების გაშვებაზე უარი გამოგვიცხადა და ოსვალდოს შეძენა შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ კავანი გვყავს, სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი თავდამსხმელი არ გვჭირდებოდა”. "ახლა ვფიქრობ, რომ "რომას” დუეტის შეძენის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან ასპარეზზე სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდნენ”, – განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა. წყარო: Radio marte | |
|
სულ კომენტარები: 0 | |